რეზონანსი
04.10.2025

კას­პში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა­ში შეძ­რა. 34 წლის თა­თია ლო­მი­ნა­ძე ყო­ფილ­მა ქმარ­მა სას­ტი­კად მოკ­ლა. ჯერ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­დეგ მისი დაწ­ვა სცა­და. ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 

თა­თია ლო­მი­ნა­ძეს ერთი გო­გო­ნა დარ­ჩა და დედა დარ­ჩა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის მო­ძღვარ­მა, მამა ლე­ვან­მა მიმართვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მზად იყო, მოკ­ლუ­ლი ქა­ლის შვი­ლი ეშ­ვი­ლა. მო­ძღვარი ამჯერად ახალ წერილს აქვეყნებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო შემ­თხვე­ვას. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩემი სკო­ლე­ლი იყო, წლე­ბია ვიც­ნობ. ვიც­ნობ­დი მოკ­ლულ გო­გო­ნა­საც. არა­ვის არ უთხო­ვია, ხუთ­შა­ბათს ისე ჩა­ვე­დი კლი­ნი­კა­ში, თუნ­დაც გა­თი­შუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მინ­დო­და რომ უბ­რა­ლოდ თავ­ზე ხელი გა­და­მეს­ვა, ზეთი მე­ცხო, მისი სული ხომ მი­ი­ღებ­და ნუ­გეშს და თურ­მე აღა­რაა გოგო. ძა­ლი­ან გავ­ნერ­ვი­ულ­დი, ეს კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც შე­მამ­ჩნი­ეს და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის გა­მო­მე­ლა­პა­რაკ­ნენ. მღვდე­ლი ვარ, თით­ქოს ბევ­რი ხალ­ხია ჩემს გარ­შე­მო, მაგ­რამ მა­ინც მი­ჭირს შვი­ლე­ბის რჩე­ნა და ფიქ­რე­ბი უკვე მათ პა­ტა­რის­კენ წა­მი­ვი­და.

და სახ­ლში ჯერ არ ვი­ყა­ვი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, არც ფო­ფო­დი­ას­თან შე­მი­თან­ხმე­ბია, ისე ვთქვი ის, რაც ვთქვი, რომ ბე­ბი­ას გაზ­რდა თუ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და მე ვიშ­ვი­ლებ­თო. ამას ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან და­დე­ბი­თი ემო­ცია მოყ­ვა, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბით და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ყო­ველ­თვი­უ­რად მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და ა.შ. მაგ­რამ, გა­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც ვინც გა­მო­ი­ლაშ­ქრეს ჩემ­ზე, თურ­მე ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა ვთქვი "ბებო ცოდო არაა" და ა.შ. ამას­წი­ნათ იყო კი­დევ, გო­გო­ნებს მივ­მარ­თე, თუ ქმრე­ბის­გან საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, ხომ ხე­დავთ სა­ხელ­მწი­ფო ვერ გი­ცავ-თქო, რამ­დე­ნი ქალი მოკ­ლეს ვე­ღარ ვით­ვლით და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ე­რი­დე-თქო, გზის ფული თუ არ გექ­ნე­ბათ მე მო­გიგ­რო­ვებ-თქო. და გა­მოხ­ტნენ პატ­რი­ო­ტე­ბი "სამ­შობ­ლო­დან წას­ვლას ეუბ­ნე­ბი მა­მაო ხალ­ხს". ცო­ლებს რომ კუ­წა­ვენ, ამა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბაა ემიგ­რა­ცია? ჯერ ერთი ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა ცოდ­ვაა არაა. რომც იყ­ვეს, დიდ ცოდ­ვას, მცი­რე ცოდ­ვის კე­თე­ბა ჯო­ბია.

ახლა და­ვუბ­რუნ­დე­ბი იმას რაც თავ­ში ვახ­სე­ნე, თუ რა­ი­მე წა­გი­კი­თხავს ცხოვ­რე­ბა­ში, თუ სუ­ლი­ე­რე­ბის მარ­ცვა­ლი მა­ინც გა­გაჩ­ნია ეს რო­გორ უნდა გა­ა­კე­თო ვერ ვხვდე­ბი. ჯერ ერთი ბე­ბი­ას და ბავ­შვს თუ არ ენ­დო­მე­ბათ, მე რო­გორ წა­მო­ვიყ­ვან, მი­ვარ­დე­ბი და გა­ვი­ტა­ცებ თუ რა. ათა­სი პრო­ცე­დუ­რაა გა­სავ­ლე­ლი. მე­ო­რე, ამ სა­ში­ნელ დრო­ში და გა­ჭირ­ვე­ბა­ში, როცა უამ­რა­ვი მა­მას და დე­დას სა­კუ­თა­რი შვი­ლი ჰყავთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი და არ ზრუ­ნა­ვენ, ვი­ღაც ოთხი შვი­ლის მამა, რომ ამ­ხე­ლა მსხვერ­პლს იღებს, თა­ვის ტკი­ვილს და პრობ­ლე­მებს იმა­ტებს, იო­ლია სხვის შვილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

ზო­გი­ერ­თებს, ჩემ­ზე საკ­მა­ოდ დიდი შე­მო­სავ­ლე­ბი გაქვთ, მაგ­რამ არ გა­და­ი­ღა­ლოთ, მოგ­ზა­უ­რო­ბებს, რეს­ტორ­ნებს, სა­ლო­ნებს, კინო-თე­ატ­რებს რომ არ მოც­დეთ ერთ შვილ­ზე მეტს არ აჩენთ და მე მაკ­რი­ტი­კებთ ვინც ოთხ შვილს ვზრდი და მზად ვარ მე­ხუ­თე ვიშ­ვი­ლო. თუ ადა­მი­ა­ნი ხარ, ესეთ რა­ღა­ცებ­ზე გული უნდა გა­გით­ბეს, უნდა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დო. გო­რი­დან მწერ­დნენ "მა­მაო სა­წოლს მე ვუ­ყი­დიო". ასე­ვე, არ­ც ერ­თი ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს რომ უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი შე­უს­წო­როს. არც ილან­ძღე­ბა. რა თქმა უნდა ყვე­ლას აზრი არ მო­ე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ თუ მის სამ­შობ­ლოს, რჯულს, ოჯახს არ ეხე­ბი­ან, არა­ვის­ზე ძა­ლა­დო­ბენ არ ერე­ვა, გა­ა­ტა­რებს. 

არ ვიცი რა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტე­ბით.გა­მიგ­რძელ­და სი­ტყვა. ილო­ცეთ, ეზი­ა­რეთ და წიგ­ნე­ბი იკი­თხეთ, ამ ყვე­ლაფ­რის­გან დაც­ლი­ლი არ­სე­ბე­ბი აწყო­ბენ ტრა­გე­დი­ებს" - წერს მამა ლე­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×