
ტრაგედია დატრიალდა ლოტკინის დასახლებაში. ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლა 21 წლის გოგონა. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მარიამ ლოქაბიძე. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 21 წლის ახალგაზრდა კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.
მარიამი სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა, მეუღლესთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. წყვილი ახალი დაოჯახებული იყო. მარიამი აგარიდან იყო, აგარელია მისი მეუღლეც.
"შარშან შექმნა ლამაზი ოჯახი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. მარიამი და მისი მეუღლე თბილისში, ნაქირავებ ბინაში იყვნენ. ლოტკინზე, სადაც ეს ტრაგედია, მოხდა, ის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მუშაობდნენ, როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო ყოფილა, შუქი აუნთია ოთახში და მაშინ აფეთქდა ბინაში გაზი. მერე მოხდა აფეთქება და განწირული ხმით უყვირია მარიამს მიშველეთო...
სამწუხაროდ ეს ლამაზი გოგონა დღეს დაიღუპა. არადა როგორი იმედი გვქონდა ყველას, რომ გადარჩებოდა. როგორც ვიცი ამ დღეების განმავლობაში სამი ოპერაცია გაუკეთეს და კიდევ სჭირდებოდა ოპერაცია.
როგორც გავიგე ამ ტრაგედიამდე მეზობლები იძახდნენ თურმე გაზის სუნიაო და გამოიძახეს კიდეც სამსახურები, მაგრამ ისინი წასულან, არაფერიაო და მერე მოხდა ეს ტრაგედია. 21 წლის იყო ლამაზი მარიამი, რომელიც არ ჰყავს დღეს ოჯახს", - განუცხადა "ამბებს" ოჯახის ახლობელმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე