რეზონანსი
06.10.2025

7-8 ოქტომბერს, საქართველო ზაფხულის ხასიათით დახვდება, ყველგან მოსალოდნელია მზიანი, უნალექო ამინდი, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

"ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპიროზე +29, +31°C-მდე აიწევს, აღმოსავლეთში კი +25, +27 გრადუსი იქნება და ეს უკვე არა უბრალოდ სითბოა, არამედ შემოდგომისგან მოპარული ზაფხული.

დასავლეთში პერიოდულად იქროლებს ფიონი, რომელიც, ნაცვლად იმისა, ფანჯრებზე შემოდგომის ხმებს აკაკუნებდეს, თბილ სიამოვნებას მოგვიტანს.

7-8 ოქტომბერს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მონაცემები:

•  ულტრაიისფერი ინდექსი მაღალი (6–7), ამიტომ მზისგან დაცვა რეკომენდებულია, გარუჯვა კი სასიამოვნო.

•  ტენიანობა საშუალო (60–65%)  სითბო კომფორტულად აღიქმება

•  ზღვის წყალი +20–21°C  ცურვისთვის ცოტათი ცივი.

ამინდი ხელსაყრელი იქნება:

•  ღია სივრცეში დროის გასატარებლად

•  ზღვისპირა გასეირნებისთვის

•  ფოტოსესიისთვის•  და უბრალოდ - იმისთვის, რომ ვიფიქროთ - დროის კანონებს ამინდი ყოველთვის არ ემორჩილება, 7-8 ოქტომბერს, საქართველოში არ იქნება შემოდგომა. ის იქნება ზაფხულის ბოლო, მოულოდნელი სტროფი" - წერს მეტეოროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×