
ბოლო დღეებში ესპანური ტაბლოიდები აქტიურად ავრცელებენ ჭორებს ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის სავარაუდო დაშორების შესახებ, რასაც წყვილის სოციალურ ქსელებში აქტივობა ამყარებს. დაშორების შესახებ ჭორები მაშინ აგორდა, როდესაც სოციალური ქრონიკის სპეციალისტმა ჟურნალისტმა ხავი ოიოსმა შენიშნა, რომ ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ შეწყვიტეს ერთმანეთისთვის თვალის დევნება (Unfollow) და შესაძლოა, დროებით დაბლოკილიც ჰყავდათ ერთმანეთი.
თუმცა, როგორც კი ოიოსმა ეს ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა, მათ ისევ აღადგინეს გამოწერა (Follow Back), რაც სავარაუდოდ მიზნად ისახავდა დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორების სწრაფად გაქარწყლებას. მიუხედავად ამისა, თავდაპირველი ცვლილება და მედიის რეაქცია უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა.
ეს დეტალი გამომწერებს არ გამოჰპარვიათ: ჯორჯინას პოსტებში თოფურიას მონიშვნები აღარ ჩანდა, რამაც სპეკულაციები კიდევ უფრო გააძლიერა. წყვილის ბოლო ერთობლივი ფოტო 11 კვირის წინანდელია, რომელიც ჯორჯინამ გააზიარა გზავნილით: “კავშირის მაგია”. 12 ივლისის შემდეგ ისინი სოციალურ ქსელში ერთად აღარ გამოჩენილან.
ამასობაში, თოფურიამ გამოაქვეყნა ფოტოები თავის შვილებთან ერთად, რომლებსაც სიყვარულით მიმართა: "მიყვარხართ“, მაგრამ ამ პოსტებში ჯორჯინას კვალი არ ჩანს. სპორტსმენი, რომელსაც წინა ურთიერთობიდან ერთი ვაჟი ჰყავს, 2024 წელს ჯორჯინასთან საერთო ქალიშვილის მამა გახდა.
მიუხედავად სოციალური ქსელების დრამისა და ჭორებისა, ჯერჯერობით არცერთ მათგანს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია შესაძლო დაშორების შესახებ. წყვილის საჯარო დუმილი, აძლიერებს ვარაუდს, რომ შესაძლოა საქმე სერიოზულ განშორებასთან კი არა, დროებით კრიზისთან გვქონდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე