რეზონანსი
15.10.2025

2025 წლის შემოდგომის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. მომდევნო კვირების განმავლობაში როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გველის. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებს შემოდგომის დასრულებამდე განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი ელოდება:

მორიელი

მორიელის ნიშანზე პლანეტა მარსი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. მარსი სწორედ მათ ნიშანში 2025 წლის 3 ნოემბრამდე დარჩება. ეს ტრანზიტი ენერგიით, მონდომებითა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარით აგავსებთ. მორიელები იგრძნობენ ძალის, თავდაჯერებულობისა და შთაგონების მოზღვავებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ახალი ჰორიზონტები შეისწავლონ, თამამად გამოხატონ საკუთარი თავი და შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადონ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობები უხვად იქნება. 

სასწორი

2025 წლის 13 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე ვენერა თქვენს ნიშანში იქნება, რაც თქვენს ბუნებრივ ხიბლსა და ენერგიას კიდევ მეტად გააძლიერებს. ამ პერიოდში ურთიერთობები დათბება, ახალი მეგობრები და პარტნიორები გამოჩნდებიან, ფინანსური საკითხები კი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. ახლა შესანიშნავი პერიოდი გაქვთ. სხვების ყურადღებასა და სიმპათიას მიიპყრობთ. ეს იდეალური დროა თქვენს გარეგნობაზე ზრუნვისთვის, სტილის განახლებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის. პიროვნულ განვითარებაში ყველა ინვესტიცია დიდ სარგებელს მოგიტანთ. ამიტომ, თუ დროს ახლის შესწავლასა და არსებული უნარების გამრავალფეროვნებას დაუთმობთ, სამომავლოდ ეს დიდ წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

2025 წლის 15 დეკემბერს მარსი თხის რქის ნიშანში შევა და თავის ძალაუფლების პიკს მიაღწევს. ის ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლებს მიზანდასახულობას, ამბიციასა და გამბედაობას შესძენს, რაც სამსახურსა და ბიზნესში ახალ შესაძლებლობებს გახსნის. შეუპოვრობა და ხასიათის სიმტკიცე იქამდეც განსაკუთრებით დაგეხმარებათ, რომ ახალი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ და თვითგანვითარებაზე იფიქროთ. გვიანი შემოდგომა მნიშვნელოვან გამარჯვებებსა და დიდი ხნის ნანატრი ოცნებების ასრულებას გპირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×