რეზონანსი
17.10.2025

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 ოქ­ტომ­ბერის "დამხობის აქციასთან" და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია მინიმუმ 8 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის არიან:

მარიამ მეყანწიშვილი

გიორგი ტალახაძე

დავით გიუნაშვილი

დავით ღურწკაია

სიმონ მახარაძე

გია თოლორაია

მიხეილ თოლორაია

თემურ ქურციკიძე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრო­ის­თვის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კა­ვე­ბას ჯერჯერობით არ ადას­ტუ­რე­ბენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ყვე­ლა მათ­გა­ნი გამ­თე­ნი­ი­სას და­ა­კა­ვეს. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვი­ლი ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად, თუ რას ედა­ვე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლებს, ეს ჯერ უც­ნო­ბია.

"მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვილს ჰყავს 6 წლის შვი­ლი. ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნია ამ ბავ­შვის. გთხოვთ, არ მო­ი­თხო­ვოთ მას­ზე პა­ტიმ­რო­ბა და გი­არაოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეთ. ყვე­ლამ იცის რომ მა­რი­ა­მი მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა" - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და­კა­ვე­ბულ აქ­ტი­ვისტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×