
25 ოქტომბერს, ბათუმში, გრანდიოზული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართა, რომელიც გამორჩეული სტუმართა რაოდენობით იყო. დარბაზში 1750 სტუმარი იმყოფებოდა. იმ დღის მთავარი გმირები ლუკა გოგიტიძე და ლიზი კონცელიძე იყვნენ. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო, გრანდიოზულ დღეს 5 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. პატარძალი ყველა საკითხში თავად იყო ჩართული. ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ქორწილის პატარძალმა "ამბებთან" ისაუბრა:
"ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო მეგობრობით, 3 წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, ვიყავით ერთმანეთის მესაიდუმლე, ყველა წვრილმანი ვიცოდით ერთმანეთზე, ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, შემდეგ ჩემი ამჟამინდელი მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა, რა დროსაც სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, ნერვიულობის ნიადაგზე ჩამოვიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. მივხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ გვქონდა გრძნობები. 2 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ გადავწყვიტეთ დაოჯახება.
ქორწილი 1750 კაციანი იყო ნამდვილად, ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ დავაორგანიზეთ, ქორწილი იყო ორივე მხრიდან, როგორც გოგოს, ასევე ბიჭის, ქორწილს 5 თვის განმავლობაში ვგეგმავდით, ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ყველაფრის დაგეგმვაში, რომ არა ისინი რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ვერ წარვმართავდით ისე როგორც საჭირო იყო. სტუმრები იყვნენ საზღვარგარეთიდანაც.
რაც შეეხება ტორტს, იყო პირადად ჩემი არჩეული, ძალიან მინდოდა განსხვავებული და ორიგინალური დიზაინი, ტორტი 5000 ლარი დაჯდა, დიზაინზე დაახლოებით 5-6 დღე მუშაობდნენ.
დიახ, მსგავსი ქორწილი იშვიათია და მიხარია რომ სწორედ ჩვენი ქორწილი იყო განსხვავებული. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, დაახლოებით 150 000 დაჯდა ეს სილამაზე. მომავალ პატარძლებს ვურჩევ, ეს გამორჩეული დღე აქციონ უფრო საოცრებად თავიანთი დღისთვის", - განაცხადა ლიზი კონცელიძემ.
ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე