რეზონანსი
31.10.2025

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კოტე ზარნაძე ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.

"ბასლამ ასეთი ძმობა იცოდა. ეს "ვოისი" ახლა ჩამიგდეს, არც ვიცოდი. ლაშა ბასლანძე გპირდები, სულ გიჟივით მოვიგებთ", - დაწერა კოტე ზარნაძემ. 

კოტე ზარნაძის პოსტს კომენტარებში ლაშა ბასლანძის მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე გამოეხმაურა.

"ჩემი ლაშიკო მინდა..." - დაწერა სალომე ბაკურაძე.

რესტორან "ქვევრის" მფლობელი, ლაშა ბასლანძე, იტალიაში გულის შეტევით გარდაიცვალა და საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×