რეზონანსი
01.11.2025

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

მისმა გარდაცვალებამ ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული და სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან, მათ შორის არის მსახიობი ნანუკა გულია, რომელიც ლაშა ბასლანძის მეუღლეს სალომე ბაკურაძეს მიმართავს:

„რაღაცაზე რომ გადავერთვები მახსენდებიან და გული მიჩერდება! ნეტა როდემდე ავარიდებ თავს შენთან მოსვლას“, - წერს ნანუკა გულუა.

ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×