რეზონანსი
26.11.2025

პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც "ოცნების" წევრი - ეკა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. "აი, ეს ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და მერე კიდე კითხვები ჩნდება, გელათი რატომ გვენგრევა თავზეო... ეკა, კითხვა არ იცი, არ იცი, რეგლამენტი, წესები და თანმიმდევრობა არ იცი, პირველი მოსმენა რა არის, არ იცი და "კევი" მაინც გამოიღე პირიდან, კომიტეტის სხდომა რომ მიგყავს", - წერდა ჟურნალისტი თიკო ერაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოსაც აქვეყნებდა... ჟურნალისტის პოსტმა ოპოზიციური ტელევიზიები და სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა, რასაც ეკა ჭიჭინაძის მიმართ კიდევ ბევრი კრიტიკა მოჰყვა...

ამ ყველაფერთან დაკავშირებით სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ეკას ჭიჭინაძეს დაუკავშირდა:

„კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ალბათ იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილიარულად, მაგრამ უზრდელები არიან...

სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და ძალიანაც კარგი!

უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგოები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის... 

ეგ კი არა, არც ვბრაზდები. ვიცინი ამ ყველაფერზე, ყველას ვაწყნარებ, ვინც განერვიულდა. სულაც არ არის სანერვიულო, მაგათმა რომ მაქონ, მაშინ მართლა ვინერვიულებდი. 

27-ევროიანი კი არა, 17-ევროიანი პიჯაკი მეცვა. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 27 დაუწერიათ და თუ ეგრე სურთ, იყოს 37-ევროიანიც... ისე კი, ბრენდებიც მიყვარს, რატომაც არა?! მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი გემოვნება. რასაც მინდა იმას ჩავიცვამ, მაგათ შევეკითხები?!" - განაცხადა ეკა ჭიჭინაძემ.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×