
,,პოსტივის” დამფუძნებელი შალვა რამიშვილი ,,ფედერალისტების” დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ წერს:
,,ჩერგოზე მიდა გითხრათ. ერთი შეხედვით ახირებაა მისი ამოჩემება ჩემს მიერ. არც თუ ისე ახალგაზრდა, ლუზერი, ფსიქიკური აშლილობით (დიაგნოზი ზუსტად არ ვიცი). ყველგან, სადაც იყო, იმ დაწესებულებებისა თუ პარტიების ანიჰილაცია გამოიწვია. ერთი საბრალო ქალია, არაფრის დაშავების თავი არა აქვს. უინტერესოა. მაგრამ მთლად ასე არაა. ჩერგო და გიგა განასახიერებენ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონს საქართველოში, რეიგანისა და ზოგადად აშშ-ს თავგადაკლულ ფანებს. ჩერგოს ყველაზე ნათელი მომენტი იყო, როცა ჰილარისთან ერთად პანელზე იდგა (ან იჯდა)! სადაა ჰილარი, სადაა საერთოდ დემოკრატიული პარტია – ევას პავაროტში. სხვა ამერიკა იშვა და ლიბერალური დემოკრატიაც დასრულდა, მაგრამ როგორც ყველა სექტანტს ჩერგოგიგას ამის არ სჯერათ. რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ, მიკრონებში გაზომვად რეიტინგებში ფართხალებენ და ეს ხდება უდიდესი აპლომბით, აროგანტულად. წუმპეში ბაყაყები რომ იჯდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ, ზუსტად ეგ სურათია.
ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით. საინტერესოა სად გაასხავენ, როცა რეალობა მწარედ ჩაჰკრავს თავში? მაგრამ ეგ ბიფურკაციის წერტილი უკვე ჩავლილი აქვთ ჩემი აზრით. ვნახოთ… დავაკვირდეთ.“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე