რეზონანსი
11.01.2026

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. სა­უ­ბა­რია 51 წლის ლე­ვან ჩი­ტაშ­ვილ­სა და მის შვილ­ზე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2026 წლის 1 იან­ვარს, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბულ­მა ლ.ჩ.-მ სა­კუ­თარ შვილ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და თა­ვის მე­უღ­ლე­ზე და მე­ზო­ბელ­ზე, რა დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა.

8 იან­ვარს, ლ.ჩ. მე­ზობ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მი­ვი­და და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ნით გულ-მკერ­დის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ლ.ჩ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გამ­ზრახ მკვლე­ლო­ბა), 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ” ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ჯგუ­ფუ­რად), 120-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, ჯგუ­ფუ­რად) და 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (მუ­ქა­რა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მის შვილს ბრალ­დე­ბა 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ” ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ჯგუ­ფუ­რად), 120-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, ჯგუ­ფუ­რად) და 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა მოხ­და 8 იან­ვარს. სო­ფელ შილ­და­ში 51 წლის კაც­მა სა­კუ­თარ სახ­ლში მყოფ მე­გო­ბარს ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 48 წლის კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მოკ­ლუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 48 წლის კაცი ნო­დარ ასა­ბაშ­ვი­ლია, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი 51 წლის ლე­ვან ჩი­ტაშ­ვი­ლი.

ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ნო­დარ ასა­ბაშ­ვი­ლი.

წყარო:  ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×