
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"ამბების" ინფორმაციით, მოკლულია 38 წლის მარი თხელიძე.
როგორც ქალის მეზობელი მედიასთან აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"ქალი 40 წლამდე იყო, ის ბიჭი კი, ალბათ, 30 წლამდე. ბიჭი ბევრჯერ წაიყვანეს საგიჟეთში და მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა სახლში. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გაქცეულია“, – განაცხადა მან მედიასთან.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალი და სავარაუდო დამნაშავე ე.წ. იტალიური ეზოს ერთ ეზოში ცხოვრობდნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე