
ცოტა ხნის წინ, რადიო „ფორტუნას“ გადაცემის სტუმარი მომღერალი ნუკრი კაპანაძე იყო. მან გადაცემაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმ მიზეზებზე, რის გამოც საახალწლო გადაღებების პერიოდში ეკრანებზე არ ჩანდა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მიზეზი სერიოზული ტრავმა იყო - ფეხის მოტეხილობა, რომელმაც მისი ყოველდღიურობა და პროფესიული საქმიანობა დროებით შეცვალა.
"არ ვჩანდი, რადგან სერიოზული ტრავმა მივიღე, ფეხი მოვიტეხე და აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი. ამიტომ ჩემი საქმეები გადავდე, თუმცა სიმღერაზე ფიქრი ერთი წუთით არ მიმიტოვებია, რადგან მის გარეშე არ შემიძლია, ჩემთვის სასიცოცხლო მაინც სიმღერა და მუსიკაა. უკვე მივდივარ გამოჯანმრთელებისკენ და მალე ჩავერთვები, ალბათ, საქმეში" - განუცხადა ნუკრი კაპანაძემ "ფორტუნას".
წყარო: ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე