რეზონანსი
23.01.2026

ანი ჩიტაძე საგანგები წერილს აქვეყნებს:

„დღეს დილით სამსახურში მივდივარ შუაგულ თამარაშვილზე და უცებ მესმის კატის კნავილი, გავტრიალდი მოვიდა კნუტი ვეფერები, ეგრევე გადავერთე სრულად კატისკენ და უცებ დამივარდა საფულე ისე რომ ვერც გავიგე და გავაგრძელე გზა, შიგნით პირადობა, მნიშვნელოვანი ბარათები, ქეში ფული (ცოტა არა) როცა გავიაზრე, რომ დავკარგე უკვე გვიანი იყო. დავბრუნდი განერვიულებული, ვეძებე ყველგან მაგრამ არსად აღარ იყო, სამსახურში დავაგვიანე ამის გამო, საერთოდ გამოვეთიშე ირგვლივ ყველაფერს ისე დავისტრესე. უკვე დავბლოკე ბარათი და ვშფოთავდი თუ რა აიღებდა ახალ პირადობას, ბარათს, ჩემ საყვარელ საფულეს ვეღარ ვნახავდი, ამდენ ნაწვალებ ფულს დავკარგავდი. 

იმ ადგილას აფთიაქია და 2 საათში ვნახე კამერებში, რომ ვიღაც უზომოდ კეთილი ქალი პოულობს და იღებს ჩემ საფულეს, არც ხსნის ისე კიდებს იქვე მდგარ ბანკომატთან, 2 საათი დაახლოებით იქ ეკიდა ისე რომ ვერც მე დავინახე ძებნისას და ვერც სხვამ აიღო, არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის მაგრამ თურმე არსებობენ კეთილი და პატიოსანი ადამიანები, პირდაპირ სასწაულის ვირწმუნე იმიტომ რომ ამ ფინალს ვერ წარმოვიდგენდი, რომც ეპოვა ვინმეს და ძებნა დაეწყო ან მომაგნებდა ან არა და საერთოდაც, როცა ნახავდნენ რომ ქეში იდო დიდი შანსია, რომ არავის დაებრუნებინ. ისე გამიხარდა მგონია, რომ მაჩუქეს ეს ყველაფერი, ვინმეს თუ გეცნოთ ეს ქალი, ძალიან მინდა პირადად გადავუხადო მადლობა. მადლობა ესეთ ხალხს რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებას გვილამაზებენ. ასევე მადლობა ყველას ვინც დამეხმარა ძებნის პროცესში“, - დაწერა ანი ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×