რეზონანსი
24.01.2026

ამაზე კარგს ამბავს ვერ გაგიზიარებდით - იტალიაში სამუშაო და ბინადრობის ნებართვის მიღება მარტივდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე წერს.

„ემიგრანტებო, გუშინ თავად გავხდი ამ ცვლილების თვითმხილველი და გაგიზიარეთ კიდეც საკუთარი გამოცდილება, როცა ბინადრობის ნებართვის ე.წ. „პერმესო დისოჯორონოს“ განახლებისთვის საემიგრაციო განყოფილებაში ვიყავი.

ახლა გიზიარებთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა!!! გილოცავთ ემიგრანტებო, ეს ემიგრაციის უმნიშვნელოვანესი პროგრესია!!!

იტალიაში სამუშაო და ბინადრობის ნებართვის მიღება მარტივდება. მთავრობამ წინასწარ დაამტკიცა ახალი წესები, რომლებიც ერთ განაცხადში აერთიანებს სამუშაოსა და ბინადრობის ნებართვას, ამცირებს ლოდინის დროს და ზრდის დასაქმებულთა დაცვას.

იტალია ნელ-ნელა ამარტივებს ემიგრანტების დასაქმების წესებს.

Consiglio dei Ministri-მა წინასწარ დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც ერთიან სამუშაო ნებართვას შეეხება.

🔹 ნებართვის გაცემა მაქსიმუმ 90 დღეში

🔹 შესაძლებელი იქნება დამსაქმებლის შეცვლა

🔹 სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში გაქვს მინიმუმ 3 თვე ახალი სამსახურის მოსაძებნად

🔹 დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ყველა ინფორმაცია გაგიზიაროს

ეს ცვლილებები ემიგრანტებისთვის ნიშნავს მეტ დაცვას, ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ სტაბილურობას.

„რა უნდა იცოდეს ემიგრანტმა“ – პრაქტიკული ჩამონათვალი

თუ გექნება Permesso unico lavoro, უნდა იცოდე:

✔️ ბინადრობის და სამუშაო ნებართვა ერთიანდება ერთ დოკუმენტში

✔️ განაცხადის განხილვის მაქსიმალური ვადა – 90 დღე

✔️ შეგიძლია შეცვალო დამსაქმებელი, ახალი პროცედურის თავიდან დაწყების გარეშე

✔️ სამსახურის დაკარგვისას არ გახდები ავტომატურად არალეგალი

✔️ გაქვს მინიმუმ 3 თვე, რომ ახალი სამსახური იპოვო

✔️ დამსაქმებელი ვალდებულია, ყველა ოფიციალური ინფორმაცია დროულად მოგაწოდოს

ეს წესები ამცირებს ექსპლუატაციის რისკს და გაძლევს მეტ სამართლებრივ დაცვას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×