რეზონანსი
05.03.2026

"მინდა ჭორების მოეღოს ბოლო, ის 11 ადამიანი რომელიც დააკავეს, მაშინ როდესაც მე დამაკავეს ჩემთან არაფერ შუაში არ იყვნენ, ისინი ცალკე იყვნენ. ჩემი სალონიდან მხოლოდ მე დამაკავეს“, - განაცხადა ხატია წერეთელი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

როგორც იგი გადაცემაში ჰყვება აღარ აპირებს დაუბრუნდეს ძველ საქმიანობას.

„მინდა ჭორებს მოეღოს ბოლო, ისინი ვინც დააკავეს არ იყვნენ ჩემთან, საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია მათთან. ჩემი სალონი დალუქულია და არც ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა, ძალიან დაღლილი ვიყავი, ნაკლებად დამღლელი საქმე მინდა დავიწყო.

ბედნიერი ვარ თავისუფლებით, ერთი ეს (ციხე) არ მქონდა ნანახი და ალბათ ესეც უნდა მენახა“, - თქვა ხატია წერეთელმა  გადაცემაში „სხვა ნანუკასთან“.

ცნობისთვის, ხატია წერეთელი (იგივე ირმა კურტანიძე) პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×