რეზონანსი
08.06.2026

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა. "გურია ნიუსი" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

"პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული” - ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი. მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×