
სოციალურ ქსელში 7 ივნისს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებია მცირეწლოვან შვილიშვილს ეჩხუბება და ბავშვი კი ტირის. ეს სწორედ ის ბებიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქალმა მაშინ ბავშვს "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა. როგორც ირკვევა, საპატიმრო ბებიამ მალევე დატოვა.
"ეს ბებია ხო გახსოვთ? დააკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმალური სასჯელი მიუსაჯა!
დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!
ძველი ვიდეო არ გეგონოთ გუშინდელია! ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში “ბებიასთან” ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს!!
რა ხდება ამ ქვეყანაში? სადაა სამართალი", - წერს აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე და ქალის ლაივიდან კონკრეტულ მონაკვეთს "ფეისბუქში" აქვეყნებს.
"ამბების" ინფორმაციით, ბავშვი აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს. გამოცემა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დაადასტურეს, რომ ახლად გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი წარსულში, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე