
კასპში, მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. შემთხვევა გუშინ, 11 ივლისს მოხდა.
შსს-ის განცხადებით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობილი ხდება დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა, ის გუგა გურგენიშვილია.
შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 20 წლამდე ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.
"საუკეთესო ბიჭო როგორ უნდა გაგიშვათ, ერთადერთო საუკეთესო შვილო",- წერს ოჯახის ახლობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე