რეზონანსი
13.07.2026

„კვირა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ 16 ივლისამდე და 16 ივლისის შემდეგ.

16-მდე დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, ასევე სამშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. 16 რიცხვის შემდეგ კი დედამიწა გადავიდა თვის ბოლომდე პოზიტიურ ენერგო ველში და ყველასთვის გაცილებით კარგი პერიოდი იქნება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

მისი თქმით, სამშაბათს კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება ერთმანეთს მზე და მთვარე.

„მოიმატებს ტყუილები, ავარიები, იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ დაიწყოთ ახალი არაფერი, ეცადოთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ეს დღე მშვიდად გაატაროთ.

16-დან იწყება ინერციული აღმავლობის პერიოდი და შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდება“, - ამბობს ასტროლოგი.მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.

პარასკევს და შაბათს კარგი დღეა დალაგებისთვის, ამ დღეს დაასუფთავეთ სახლი და გადაყარეთ ყველა ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ.

შაბათი და კვირა კარგია ქორწინებისთვის, რომანტიკული კავშირებისთვის და გასართობი ღონისძიებისთვის იქნება კვირა დღე გამორჩეულად კარგი.

„მთლიანობაში კვირის მეორე ნახევარი აქტიურად გამოიყენეთ, რადგან ეს ყველასთვის სასიკეთოა“, - ამბობს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×