რეზონანსი
15.07.2026

ბოლო დღე­ებ­ში სა­ა­თე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოს აე­ხა­და ფარ­და - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და კი­თხვა - ვინ გახ­და Jacob & Co-ს ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი, 20 000 000 დოლარად შე­ფა­სე­ბუ­ლი შე­დევ­რის მფლო­ბე­ლი?

მისი მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი, მო­ნა­კო­ში მცხოვ­რე­ბი და­ვით ნატ­როშ­ვი­ლია (სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი, რო­გორც David Natro). პო­პუ­ლა­რულ­მა პლატ­ფორ­მებ­მა, მათ შო­რის Superwatchman-მა და The Trillionaire Life-მა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ უნი­კა­ლუ­რი სა­ა­თი Billionaire Timeless Treasure (რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თა­დერთ ეგ­ზემპლა­რა­დაა შექ­მნი­ლი) სწო­რედ მის მა­ჯას ამ­შვე­ნებს.

ბრენ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ამ სა­ა­თის შე­საქ­მნე­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­სურ­სი გა­ი­ღო. მისი წარ­მო­ე­ბა 3.5 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რად­გან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ეძებ­დნენ იდენ­ტუ­რი ფე­რი­სა და სი­სუფ­თა­ვის ყვი­თელ ალ­მა­სებს.

"ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ ათა­სო­ბით კა­რა­ტის ყვი­თე­ლი ალ­მა­სი, რათა შეგ­ვერ­ჩია მხო­ლოდ ის ქვე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს იდე­ა­ლუ­რად შე­ე­ხა­მე­ბო­და ფე­რი­თა და ხა­რის­ხით,“ - აცხა­დე­ბენ Jacob & Co.-ში.

 სა­ა­თის დე­ტა­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ კო­ლექ­ცი­ო­ნერს გა­ა­ო­ცებს:

სა­ერ­თო წონა: სა­ა­თი და­ფა­რუ­ლია 216.89 კა­რა­ტის სა­ერ­თო წო­ნის მქო­ნე 425 Asscher-ის ჭრის იშ­ვი­ა­თი ყვი­თე­ლი ალ­მა­სით.

კორ­პუ­სი: 18-კა­რა­ტი­ა­ნი ყვი­თე­ლი ოქ­როს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი 52.2 x 43.5 მმ-იანი კორ­პუ­სი, რო­მელ­ზეც 46 ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყვი­თე­ლი ალ­მა­სია (55.15 კა­რა­ტი) და­ტა­ნი­ლი.

სა­მა­ჯუ­რი შედ­გე­ბა 378 ბრი­ლი­ან­ტის­გან, ჯამ­ში 159.62 კა­რა­ტი. სა­ა­თის ვი­ზუ­ალს კი­დევ უფრო მდიდ­რულს ხდის 76 ფი­რუ­ზის­ფე­რი/მწვა­ნე ცა­ვო­რი­ტი. სა­ა­თის გულ­ში მუ­შა­ობს ხე­ლით მარ­თვა­დი ჩონ­ჩხი­სებ­რი JCAM39 კა­ლიბ­რი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია წუ­თობ­რი­ვი ტურ­ბი­ო­ნით და აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის რე­ზერ­ვი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თვით მე­ქა­ნიზ­მის ხი­დე­ბიც კი 57 ბა­გე­ტის ჭრის ყვი­თე­ლი ბრი­ლი­ან­ტი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

და­ვით ნატ­როშ­ვი­ლი და მისი უნი­კა­ლუ­რი სა­ა­თი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პირ­ვე­ლად მო­ექ­ცა ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რის, ნიკა ლო­მი­ა­სა და მისი რჩე­უ­ლის მდიდ­რულ ქორ­წილ­ში, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის რი­ვი­ე­რა­ზე, კან­ში გა­ი­მარ­თა.

სა­ნამ მე­დია პა­ტარ­ძლის 550,000-ევ­რო­ი­ან Richard Mille-სა და Cartier-ის კო­ლექ­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და, სწო­რედ ნატ­როშ­ვი­ლის მა­ჯა­ზე მბზი­ნავ­მა 20-მი­ლი­ო­ნი­ან­მა "სა­გან­ძურ­მა“ მო­ახ­დი­ნა ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი. პრე­სამ ამ მოვ­ლე­ნას უწო­და "217 კა­რა­ტი მა­ჯა­ზე“.

 სა­ა­თე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ Billionaire Timeless Treasure არის "პორ­ტა­ტუ­ლი მუ­ზე­უ­მი“. ის შე­იქ­მნა არა დრო­ის საჩ­ვე­ნებ­ლად, არა­მედ იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, თუ რა სი­მაღ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­დე­საც ფი­ნან­სუ­რი და დრო­ის ლი­მი­ტე­ბი არ არ­სე­ბობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×