
დღეს, ექსპრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ასევე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, ზოდელავამ საკანში ორჯერ გადაიტანა ინსულტი და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მურთაზ ზოდელავას თემასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკა გვარამია წერს:
"გუშინ ვიყავი მურთაზ ზოდელავასთან შესული ვივამედში. ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ და შვილის ნათლია. რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე. მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, მათ შორის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი ხანდაზმული მშობლებისთვის ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და საჯარო წყაროებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.მურთაზი თავს ნორმალურად გრძნობს. კლინიკა ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში წარიმართება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე", - წერს გვარამია.
გვარამიას პოსტს ნანუკა ჟორჟოლიანია ასეთი კომენტარით გამოეხმაურა - "ღადაობ? ეს რა პოსტია".

ნიკა გვარამია: "რას ჰქვია ვღადაობ? არ არის აქ საღადაო, ნანუკა? მშობლებს რომ ფეისბუქით გააგებინებს ამბავს, თან არაზუსტს, ეგაა საღადაო? ან ოჯახს რომ არ უნდა და თავად მურთაზს ამაზე ლაპარაკი და ყველას აგვიკრძალა, ეგაა საღადაო? ეს რა კომენტარია, თორე პოსტი ისაა, რაც მურთაზმა და მისმა ოჯახმა ჩათვალა საჭიროდ, რომ დამეწერა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე