სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    (10.03.2017)

    საქართველოს პრეზიდენტი ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა

    "საქართველოს პრეზიდენტენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა ე.წ მოსმენების შესახებ კანონი. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები.

    "პირველი - თუ რამდენად შეესაბამება ახლად შესაქმნელი სააგენტო სტრუქტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    "მეორე - რამდენად გამართლებულია ის ტვირთი, რომელსაც კანონი აკისრებს კერძო ბიზნესს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ კონსულტაციებს ყველა საპარლამენტო ფრაქციას, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმ სიახლეებზე, რომელსაც ეს კანონი გვთავაზობს და იმ საკითხებსა და კითხვებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ კანონთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

    პრეზიდენტის ადმინისტაციაში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს შევიდა, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება - მოაწეროს ხელი თუ ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს, 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

    გამოიყენებს პრეზიდენტი თუ არა ვეტოს უფლებას ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონომდებლო პაკეტზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გივი სიხარულიძე  მსახიობი):  მემგონი, რომ გამოიყენებს. ყველაფერს ვეტოს ადებს და ამას აღარ დაადებს? მოსმენები არსად არ უნდა არსებობდეს და თუ ნორმალურია, ვეტო უნდა დაადოს.

     

     

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  ვეტოს უფლებას გამოიყენებს თუ არა, ვერ გეტყვით. თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი. ეს მისი ნებაა. მან ვეტო არაერთხელ გამოიყენა. პარლამენტთან და მათავრობასთან შეხმატკბილებული რომ არ არის, ვხედავთ, ამიტომ არ არის გამორიცხული და სავსებით შესაძლებელია.

     

     

     

     გია ბუღაძე  (მხატვარი):  ვფიქრობ, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამის საფუძველს მისი განცხადებები მაძლევს. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ პრეზიდენტი ცდილობს გამოვიდეს იქიდან, არა რასაც მმართველი პარტია იტყვის, არამედ რაც მართლა რეალური და საჭიროა.

    შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ მის გამოყენებულ ვეტოებს პარლამენტი თავისუფლად ძლევს. თუმცა ისტორიულ ფაქტად დარჩება, რომ გაუარესულ კანონს ვეტო დაადო. ფაქტია, რომ ისტორიული თვალსაზრისით პრეზიდენტი სწორი იქნება.

     

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): მგონია, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რადგან რაღაცები არ მოსწონს. უფრო იმიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არასასიამოვნო ურთიერთობაა.

     

     

     

     გია ბურჯანაძე  მსახიობი):  მათ შორის ურთიერთობა ისე არის დაძაბული, რომ ალბათ გამოიყენებს. კატა-ძაღლივით ყველაფერზე ერთმანეთს ეკიდებიან.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Payro Ignacio   (22.03.2017)
    კარგი დღე! ხართ თუ სჭირდება ხანგრძლივი და მოკლევადიანი სესხი შედარებით დაბალი ინტერესი განაკვეთი 3%? ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს სესხი პერსონალური სესხი მთავარი სესხი ავტო სესხი სტუდენტური სესხი ვალის კონსოლიდაცია სესხის და მრავალი სხვა. ჩვენ გთავაზობთ სესხი $ 1,000 დოლარამდე 2,000000. ჩვენ გარანტირებული გაცემის ფინანსური მომსახურების ჩვენს კლიენტებს მთელი მსოფლიოში უპრობლემოდ. სესხი შეიძლება დამუშავებული და გადაეცემა კრედიტორების დაუყოვნებლივ. მოგვწერეთ დღეს უსაფრთხო და უზრუნველყოფილი სესხი transaction.email us მეშვეობით payroignacio@gmail.com ან დარეკეთ 12293514294


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter