რეზონანსი
25.04.2024

რეზოლუცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს უფრო პოლიტიკური მისწრაფებები გააჩნიათ, ვიდრე რეალური ხედვა და ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კანონს იღებს საქართველო, - ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს ჩანს რეზოლუციის პრეამბულაშივე.

„მაგალითისთვის მოგიყვანთ, არის ის სახელი შეტანილი, რომელიც საერთოდ ამ კანონპროექტში არც კი არის მოხსენიებული. კვლავ ვერ დავინახავთ იქ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა არასამთავრობო სექტორისა მიუღებელი და დამანგრეველი დემოკრატიის. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური, მათ შორის, მავნე განცხადებები. მაგალითად, როგორიც არის ის, რომ ეს არის რუსეთის შთაგონებით მიღებული", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×