სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    12.08.2013

    გიორგი გოგიაშვილი

    პროფესორი, სამართლის დოქტორი

    გიორგი გოგიაშვილი

    პროფესორი, სამართლის დოქტორი

    XXI საუკუნის დასაწყისში ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განვითარდა საინტერესო პროცესი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ კონსტიტუციურ ფასეულობათა გათავისებისა და საკონსტიტუციო სასამართლოებთან მათი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რამაც დაასუსტა სამართალთან მიმართებაში გაბატონებული ტექსტუალური პოზიტივიზმი და კანონის დოგმატიკა და შეარყია სასამართლო გადაწყვეტილებათა პოსტკომუნისტური იდეოლოგია. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს სასამართლო ზედამხედველობას, ერთის მხრივ, როგორც სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე, ასევე საერთო სასამართლოების ცალკეული სამოსამართლო გადაწყვეტილებებზეც მათი კონსტიტუციურობის მოტივით.  

      გერმანიის ძირითადი კანონის კონსტიტუციური ფასეულობების ეროვნულ მართლწესრიგში ტრანსპლანტაციის სისტემა (ფგთთეკფრდგტპთცშკლგტპ), გაიზიარა ჯერ ესპანეთმა, მოგვიანებით კი ჩეხეთის კონსტიტუციამ.

      კონსტიტუციური სამართლის მთელ სისტემაში "გავრცელების" დოქტრინა მიზნად ისახავს ძირითადი უფლებების ჰორიზონტალურ დანერგვას "მესამე მხარის" ეფექტის გამოყენებით. ამ დოქტრინის მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს კონსტიტუციური ნორმების ზეგავლენაზე, როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე თვით კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი.

      საქართველოს სამართლებრივ სისტემაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მექანიზმია ჰორიზონტალური კონსტიტუციონალიზმის პრინციპის, ანუ საერთო იურისდიქციის მოსამართლეთა "ძირითადი უფლებების" იდეის რეალიზაციაში აქტიური ჩართვა.

      ეს სტრატეგია უკავშირდება უზენაესი სასამართლოების წევრებსა და ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ჩამოყალიბებულ ინსტიტუციონალურ ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მხრივ, საყურადღებოა ცენტრალურ ევროპაში (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) მიმდინარე პროცესი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ კონსტიტუციური ფასეულობების მიღებისა და ამ მოსამართლეების საკონსტიტუციო საამართლოს მოსამართლეებთან და კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებთან მიმართების შესახებ.

      მთლიან სამართლებრივ სისტემაზე ძირითადი უფლებების გავრცელება მოასწავებს, რომ მრავალი საქმეს, თუნდაც ისეთებს რომლებიც მარტივად, ერთი შეხედვით (ზკშქფ აფსშუ), რეგულირდება მიმდინარე კანონმდებლობით, სინამდველეში გააჩნია კონსტიტუციური პარამეტრები და შესაძლო შეუთავსებელი კონსტიტუციური უფლებები.

      ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციისა და კონსტიტუციური სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით არის მათი "გავრცელება" მთელს სამართლებრივ სისტემაზე. კონსტიტუციის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეგულირებაში, ასევე სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებაში განმარტონ და გამოიყენონ კანონი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გათვალისწინებით. ეს ითვალისწინებს საერთო სასამართლოების ვალდებულებებს განმარტონ პროცესუალური კოდექსის კონკრეტული დებულებები კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არსისა და მიზნებიდან გამომდინარე.

      როგორც ამ თემის მკვლევარი, ჩეხი კონსტიტუციონალისტი ზდენეკ ქიუნი აღნიშნავს, ცენტარლური ევროპის ქვეყნებისათვის მაინც რთული გამოდგა სასამართლო გადაწყვეტილებათა ამ რთული პროცესისადმი უარყოფითი განწყობების დაძლევა. საერთო იურისდიქციის მოსამართლეები არ იყენებენ ძირითადი უფლებების ე.წ. "მესამე მხარის ეფექტს", უპირატესობას ანიჭებენ შესაბამისი კანონების ტექსტის განმარტებას კონსტიტუციური პრინციპებისა და ფასეულობების გათვალისწინების გარეშე.

      სასამართლოები, როგორც წესი, არ მისდევენ საკუთარი გადაწყვეტილებების კონსტიტუციურ დასაბუთებას, მისდევენ კანონს სიტყვასიტყვით, საბოლოო ჯამში, სერიოზულად ვერ აღიქვამენ ძირითად უფლებებსა და ფასეულობებს. ძირითადი უფლებების გავრცელების გერმანული დოქტრინა მიზანად ისახავს მათ საყოველთაო გამოყენებას მთელს სამართლებრივ სისტემაში, სამართლის ყველა სუბიექტის მიერ. თუ ეს წესი შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს დონით კონსტიტუციის ასეთი ქვეტექსტი საეჭვო გახდებოდა.

      საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამატებითი ფუნქციის მინიჭებით სახელმწიფოებს შეუძლიათ შექმნან უფრო მაღალი კონსტიტუციური კულტურა. ეს დამოკიდებულია საერთო სასამართლოების მიერ მათი გადაწყვეტილებების აღიარებასა და ამ ორ სისტემის მოსამართლეთა დიალოგსა და თანამშრომლობაზე.

      გერმანული მოდელის მსგავსად, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ზედამხედველობას ახორციელებს როგორც სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე, ასევე საერთო იურისდიქციის ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზეც. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს რეგულარულად გამოაქვს დადგენილებები საერთო იურისდიქციის სასამართლოთა კონსტიტუციურობის შესახებ, ამიტომ არსებითი პოტენციალი აქვს სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების პოსტსოციალისტური იდეოლოგიის დასაძლევად.

      იმ ქვეყნებში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო არ ფლობს ამ ფუნქციას, მხოლოდ ირიბი ურთიერთობები არსებობს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის. როგორც წესი, არანაირი პროფესიული დიალოგი არ წარმოებს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს შორის. მათთვის საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებები არანაირი პოპულარობით არ სარგებლობს. იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებებს სავალდებულო ძალა არ გააჩნიათ საერთო იურისდიქციის სასამართლოების საქმიანობაში საკონსტიტუციო სასამართლოს დოქტრინების გამოყენებას საერთოდ ვერ ვხვდებით, შეიძლება ითქვას რომ ამ სასამართლოს საქმიანობას არ მოაქვს ძირითადი უფლებების დაცვის ჰორიზონტალური ეფექტი, და უფრო მეტად წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოთაშორის დავის სასამართლოს.

      როგორც საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულფასოვან მნიშვნელობას იძენს თუ საერთო იურისდიქციის მოსამართლეები სავალდებულოდ მიიჩნევენ და შეასრულებენ მის გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოთა ჩარევა უნდა იყოს გამონაკლისი, რეაქცია ახალ და მნიშვნელოვან საქმეებზე და არა ზოგადი წესი.

      იმ ქვეყნებში, სადაც არ არის გაზიარებული გერმანული მოდელი, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს საერთო იურისდიქციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებში, განახორციელოს მათი პოტენციურად არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებათა კონტროლი. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოთა გადაწყვეტოილებაში ჩამოყალიბებული ნორმების დაცვა მოსამართლეთა თვითდისციპლინაზეა დამოკიდებული, შემცირებულია კონსტიტუციური უფლებების ჰორიზონტალური ეფექტი.

      სწორედ ამით აიხსნება, რომ მრავალმა დასავლეთევროპულმა ქვეყანამ აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ფორმალური სავალდებულო ძალა. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ განაცხდა, რომ საერთო იურისდიქციის სასამართლოებისათვის კონსტიტუციური პრეცედენტების სავალდებულო ძალა არის საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის შეუცვლელი პირობა, მისი "სწტვშეშწტ თშტუ ღგფ ტწტ". ამ პრინციპის საწინააღმდეგოდ, ყველგან ერთი და იგივე არგუმენტაცია გამოიყენება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალის წინააღმდეგ.

      კონტინენტური სისტემის მოძველებული კლიშეს მიხედვით, პოზიტივიზმის ფილოსოფია გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტუილებების სავალდებულო ძალას, მეორეს მხრივ ოპონენტები პრეცედენტის მავალებელ ძალას აღიქვავენ, როგორც რაღაც აბსოლუტურს, უტოლებენ მას საკანონმდებლო აქტების სავალდებულო ძალას. პრეცედენტის სავალდებულო ძალის პრინციპის მოქმედება კი უფრო მოქნილი და რთულია.

      ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა იმ ქვეყნებისათვის, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოები არაუფლებამოსილნი არიან განახორციელონ საზედამხედველო წარმოება საერთო ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის თაობაზე, ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო კი არ აუქმებს კანონს, არამედ ამავე გადაწყვეტილებით ანიჭებს კონსტიტუციით დასაშვებ მნიშვნელობას, და გამორიცხავს კონსტიტუციურად მიუღებელ ინტერპრეტაციას.

      იმის გათვალისწინებით, რომ კონტინენტურ სამართლის სისტემაში სავალდებულო ძალა გააჩნია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული მოსამართლეთა არგუმენტაციიის მნიშვნელობა შეუმჩნეველი რჩება.  

      საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა და სავალდებულო ძალისა და პრეცედენტების თემა ხდება ქვეყანაში "ახალი კონსტიტუციონალიზმის" დანერგვის საკვანძო თემა, რომლის მიზანია ძირითადი უფლებების "ჰორიზონტალური ეფექტის" გამოწვევა.

      სინამდვილეში ძირითადი უფლებების გავრცელება სამართლებრივ სისტემაზე მოასწავებს იმას რომ, ბევრი საქმე, რომელიც რეგულირდება ერთი შეხედვით, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო კანონმდებლობის მიერ, სინამდვილეში ფლობს კონსტიტუციურ პარამეტრებს, რომელთა დაცვის გარეშეც შეუძლებელია კონკრეტული დავის სამართლებრივი გადაწყვეტა.

      მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის დიფამაციისა და შეურაცხყოფის ნორმების გამოყენებისას სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ სიტყვის თავისუფლების გარანტიები, რომლებიც ამ ნორმების საპირისპიროდ გამოიყენება. ამ კონსტიტუციური ნორმების იგნორირება მიგვიყვანდა სიტყვის თავისუფლების ლიკვიდაციამდე. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: კონსტიტუციისა და ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნქციაა მისი გავრცელება მთელ სამართლებრივ სისტემაზე.

      კონსტიტუციის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეგულირებაში, ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი კანონიერი ძალის მინიჭების პროცესსა და ინსტიტუციურ მექანიზმში, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვალდებულებაში განმარტონ და გამოიყენეონ კანონი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, ეს აღნიშნავს საერთო სასამართლოების ვალდებულებას განმარტონ სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კოდესის ცალკეული დებულებები კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არსისა და მიზნის მიხედვით.  

      "გავრცელების დოქტრინა" გულისხმობს კონსტიტუციური სამართლის გამოყენებას მთელ სამართლებრივ სისტემაზე, იგი ავალდებულებს მოსამართლეს გაითვალისწინოს კონსტიტუციური უფლებების გავლენა კერძო სამართლის ნორმებზე მათი ინტერპრეტაციისას.

      მკვლევართა დაკვირვებით, აღმოსავლეთევროპის ქვეყნებში რთული აღმოჩნდა ღრმად ჩამჯდარი ზიზღის დაძლევა სასამართლოს გადაწყვეტილებების სინთეზის ასეთი რთული პროცესისადმი. საერთო იურისდიქციის სასამართლოები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ შესაბამისი კანონების სიტყვა-სიტყვით ინტერპრეტაციას, კონსტიტუციური პრინციპებისა და ფასეულობების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც სინამდვილეში ჩადებულია ამ კანონებში.

      გერმანული დოქტრინა ძირითადი უფლებების გავრცელების შესახებ გულისხმობს მათ საყოველთაო და ყველგან გამოყენებას სამართლებრივ სისტემაში, სამართლის ყველა სუბიექტის მიერ. თუ ეს შეიზღუდებოდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს დონით, მაშინ ასეთი ქვეტექსტი კონსტიტუციისა აღმოჩნდებოდა აბსურდული.

      ხშირად, საქმე იქმადეც კი მივიდა, რომ საერთო სასამართლოები უზენაესი სასამართლოების ჩათვლით, ღიად გამოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, აცხადებდენენ რომ ამ უკანასკნელის თვალსაზრისს არ გააჩნდა სამართლებრივი ძალა უზენაესი სასამართლოებისათვის, არგუმენტად უთითებდნენ იმას კონტინენტურ-ევროპული სამართლებრივი სისტემა არ ეფუძნებოდა პრეცედენტის სიტემას. საკონსტიტუციო სასამართლოებმა ჩეხეთსა და პოლონეთში ამას დაუპირისპირეს შემდეგი არგუმენტები: მათი გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალის პრინციპი აღემატებოდა თავისის მნიშვნელობით მეორე კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც საერთო იურისდიქციის სასამართლოები ექვემდებარებიან მხოლოდ კანონს.

      ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ფლობს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თვისი გადაწყვეტილებების იძულებითი წესით აღსასრულებლად, ესაა კონსტიტუციური საჩივარი საერთო იურისდიქციის სასამართლოების ცალკეულ გადაწყვეტილებებზე. ამ მექანიზმით მან არაერთხელ გააუქმა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

      საკონსტიტუციო სასამართლოებს, რომლებიც ფლობენ კონსტიტუციური ზედამხედველობის ფუნქციას შეუძლიათ შექმნან მაღალი კონსტიტუციური კულტურა, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების დიალოგის განვითარებაზე. ექსპერტთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასმართლოები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს თამანედროვე ევროპული სამართლის კონცფციის ტრანსფორმაციაში, მათი საქმიანობის საბოლოო წარმატება დამოკიდებულია მათ უნარზე, რამდენად ჩართავენ საერთო სასამართლოებს კონსტიტუციონალიზმის ახალი კონცეფციის შემუშავებაში.

      ტექსტუალური პოზიტივიზმის ფასეულობები ძალიან ღრმად არის სასამართლო სისტემაში გამჯდარი. უნგრეთში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო არ ფლობს უზენაესი საამართლოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის ფუნქციას, მათი არაკონსტიტუციურობის მოტივით, საერთო სასამართლოებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დაცვის ფეროში, კონსტიტუციური საჩივრის ინსტიტუტის არარსებობის პირობებში უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შესძლო მოსამართლეთა სწავლება "ახალი კონსტიტუციონალიზმის" გასაგებად და ასათვისებლად.

      საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლის გაბორ ჰალმაის შეფასებით, სიტუაცია დარჩა იმგვარი, "რომ საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლეთა უმრავლესობა ვერ ხედავდა ურთიერთკავშირს კონსტიტუციასა და მათ საკუთარ ყოველდღიურ საქმეთა განხილვის პრატიკას შორის". შესაძლოა, ამით აიხსნება ის ფაქტი რომ დასავლეთევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობამ ოფიციალურად აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ფორმალური სავალდებულო ძალა.

      ცენტრალიზებული საკონსტიტუციო ზედამხედველობისაგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია პოლონეთმა: კონსტიტუციონალიზმისათვის ჰორიზონტალური მიმართულების მიცემა სასამართლოთა დეცენტრალიზაციის გზით. იგი ეყრდნობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრინციპს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული ცენტრალიზებული ზედამხედველობა, არ გამორიცხავს საერთო იურისდიქციის სასამართლოთა უფლებას, თავად გააუქმონ ნაციონალური კანონი, რომელიც შეუსაბამოა შესაბამის ევროპულ ნორმასთან, ისე რომ არ დაელოდონ მის საკანონმდებლო ან სხვაგვარ გაუქმებას.

      ექპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპული სამართლის დეცენტრალიზებულმა გამოყენებამ კრიზისი შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოების ცენტრალიზებულ კონტროლს, რითაც დეცენტრალიზებული კონსტიტუციური ზედამხედველობა უფრო ლეგიტიმური გახადა. მათი შეხედულებით, ულოგიკო იქნებოდა მოგვეთხოვა საერთო სასამართლოებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მსგავსი საქმეების გადაცემა, რომელთა არაკონსტიტუციურობაც მისივე პრეცედენტული გადაწყვტილებებიდან თვალსაჩინოა. პროცესმა იურიდიული მონიზმიდან დუალიზმისაკენ, ასევე ევროპული სამართლის დეცენტრალიზებული გამოყენების მოთხოვნამ, მნიშვნელოვნად გააფართოვა საერთო იურისდიქციის სასამართლოთა მიხედულების სფერო.

      პოლონეთის საერთო იურისდიქციის მოსამართლეებმა ღიად განცხადეს პრეტენზია კონსტიტუციური ზედამხედველობის განხორციელების ფუნქციაზე, ეჭვქვეშ დააყენეს ამ სფეროში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მონოპოლია. საკუთარი მოთხოვნები მოსამართლეებმა დააფუძნეს ამერიკულ მაგალითზე, დაეყრდნენ რა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯ. მარშალის არგუმენტებს საქმეში მერბერი მედისონის წინააღმდეგ (1803), უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრა სასამართლოს უფლება მიიჩნიოს პრეზიდენტის, კონგრესის და სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება უმოქმედოდ არაკონსტიტუციურობის მოტივით.

      კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტის კოლიზიის შემთხვევაში მოსამართლემ უშუალოდ უნდა გადაწყვიტოს ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, ხოლო კონსტიტუციური ტრიბუნალისათვის მიმართვის უფლებით უნდა ისარგებლოს, როდესაც ნორმის განმარტება სადავოა, ხოლო როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურობა კანონის შინაარსისა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან ცხადია, ამ შემთხვევაში ტრიბუნალისათვის მიმართვა აზრს მოკლებულია.

    საუკუნის დასაწყისში ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განვითარდა საინტერესო პროცესი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ კონსტიტუციურ ფასეულობათა გათავისებისა და საკონსტიტუციო სასამართლოებთან მათი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ, რამაც დაასუსტა სამართალთან მიმართებაში გაბატონებული ტექსტუალური პოზიტივიზმი და კანონის დოგმატიკა და შეარყია სასამართლო გადაწყვეტილებათა პოსტკომუნისტური იდეოლოგია. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს სასამართლო ზედამხედველობას, ერთის მხრივ, როგორც სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობაზე, ასევე საერთო სასამართლოების ცალკეული სამოსამართლო გადაწყვეტილებებზეც მათი კონსტიტუციურობის მოტივით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×