სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.07.2017

    ბატონო გიორგი,
    მასობრივი უმუშევრობისა და ჩვენი ტანჯული ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად (2 მილიონამდე შრომისუნარიანი ადამიანის სამშობლოში დასაბრუნებლად) იქნებ მისაღები აღმოჩნდეს ზოგიერთი რამ შემდეგი მოსაზრებებიდან:
    ეკონომიკის სამინისტროში თქვენი "უანგარო იდეების გუნდიდან" შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოს მრეწველობის გადარჩენაზე:
    2017 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ამუშავებასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩაისა და ციტრუსების აღდგენა-გადამუშავების მძლავრი საწარმოების შექმნაზე.
    2018 წელს ქუთაისის საავტომობილო და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნები, ენერგეტიკა, დაუბრუნდეს სახელმწიფოს. შეიქმნას სახელმწიფო კორპორაციები და შეიქმნება "საშუალო ფენა".
    მთელ საქართველოში შემოწმდეს იჯარით გაცემული და გაყიდული სახნავ-სათესი მიწების დანიშნულებით გამოყენება - ითესება სულ 360 000 ჰა. დანარჩენი მიგდებულია სათიბებად და საძოვრებად ან მიეყიდა სხვა ქვეყნის ფერმერებს. აიკრძალოს სხვა მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა!
    გთხოვთ გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის დღევანდელი ცხოვრების სიდუხჭირე და გავხსნათ - ავამუშაოთ სართიჭალის "გაორი" საქართველო-ამერიკის ერთობლივი ნავთობის საწარმო. გამოვაცხადოთ ის ხალხის მემკვიდრეობად, მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამასა და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში (სკფ-ში) ჩაირთოს, როგორც ეს არის ნორვეგიაში!
    უზენაესმა სასამართლომ შეისწავლოს წინა ხელისუფლებიდან დღემდე საპროცესო გარიგებების საქმეები, მოპარული მილიარდები დაუბრუნდეს სახელმწიფოს - სკფ-ში და დამნაშავეები (მოსამართლეებთან ერთად) კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ!
    პროფესორ ირაკლი მიქელაძის განმარტებით, ყოველდღიურად ვკარგავთ 33 000 000 დოლარს სასმელი წყლის გაუტანლობით! ამ საკითხის მოგვარებით შემოსავალი ჩაირთოს სკფ-ში.
    გამკაცრდეს კონტროლი კანონსა და ფინანსურ დარღვევებზე - ამოღებული თანხები ჩაირიცხოს სკფ-ში.
    აკადემიკოს თამაზ ნანიტაშვილის უნიკალური გამოგონების - ორგანული გენერატორების პრაქტიკაში დანერგვის შემოსავლები მივმართოთ სკფ-ში.
    აყოველდღიური დახმარება და კონტროლი დაუწესდეს ეკონომიკის სამინისტროში "უნიკალურ გამოგონებათა შემსწავლელ ჯგუფს". შემოსავლები - სკფ-ში!
    ვამბობთ "ტყე შეუნახე შვილებსა" - ჩვენ კი გავჩეხეთ და გავყიდეთ საზღვარგარეთ. აკადემიკოს გულისაშვილის აზრით, ჩვენს ტყეებში უნდა ტარდებოდეს სანიტარიულ-მოვლითი ჭრები.
    ეთხოვოს ჩვენს თანამემამულეებს, ქართველ და არაქართველ მილიონერებსა და მოწინავე ბიზნესმენებს (საქართველოში და საზღვარგარეთ), გამომგონებლებს, მძლავრად დიდი საწარმოების შემოსავლის 5% ჩარიცხონ სკფ-ში.
    სკფ-ის შექმნისას ყველა პენსიონერი (800 000) ყოველთვიურად ჩავრიცხავთ სკფ-ში 1 ლარს იმ პირობით, თუ უმუშევართ თვეში მინიმუმ 150 ლარი მიეცემათ სკფ-დან.
    პენსიები გაიცეს შრომის სტაჟის მიხედვით! დაწესდეს-აღდგეს შრომის ვეტერანების შეღავათები, როგორც ეს არის ომის ვეტერანებზე.
    აუცილებლად მოსაგვარებელია ხელფასების რეგულაციის საკითხი საქართველოში (პრეზიდენტზე დიდი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს არც კერძო და არც სახელმწიფო სექტორის მუშაკს!), რადგან შიმშილის გლობალური ინდექსით მსოფლიოში | ადგილზე ვართ.
    თქვენ ხშირად ხაზს უსვამთ "ბიზნესიდეებს". გთხოვთ ყოველგვარი ბიზნესიდეებიდან შემოსავალი მიმართოთ სკფ-ში. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ "ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება" (როგორც ბრძანებს პრეზიდენტი!).
    გთხოვთ, ბატონო გიორგი, პირად კონტროლზე აიყვანოთ სკფ-ის შექმნა-საქმიანობა. სკფ-ის ხელმძღვანელობა სთხოვოთ დიდ ქველმოქმედსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
    ერის გადარჩენის ამ მამულიშვილურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ვთხოვოთ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს პატრიარქ ილია ||-ს, ბატონებს: ბიძინა ივანიშვილს, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველსა და არაქართველს, ვისაც გული შესტკივა ქართველი ხალხის დღევანდელ ყოფაზე და შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგება მას (შედეგები რეგულარულად გამოვაქვეყნოთ პრესასა და ტელევიზიაში და აღირიცხოს ეკონომიკის სამინისტროში!).
    ბატონო გიორგი, გთხოვთ, გარსია მარკესივით "ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა - ჩვენი სამშობლოს მთავრობას".
    ეთხოვოს მთავრობას, შეიტანოს საკითხი პარლამენტში - ქართველი ხალხის საცხოვრისს აღუდგეს სახელი - საქართველო (როგორც ეს აქვს გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს...) და არა: "ჯორჯია", "გრუზია" და ა.შ.
    გთხოვთ, ბატონო გიორგი, სართიჭალის "გაორის" ამუშავებასა და სკფ-ში ჩართვასთან დაკავშირებით მიმიღოთ გასაუბრებაზე.
    ღრმა პატივისცემით:
    ბონდო კალანდაძე,
    ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის 20/18 ტ: 579 111441

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter