სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.01.2018

    "ხმაური არაფერს ამტკიცებს,.ქათამი ისე კრიახობს, ,თითქოს კვერცხი კი არა, .პლანეტა დაედოს".

    მარკ ტვენი.თოკი გაწყდა! - ნასკვი ასხლტა, -,ჭანჭიკი მოსძვრა! - ურდული გასარანდია!

    - ალთა, ბალთა, კალთა, შალთა, ღვედი,,ბზინდა თუ აბზინდის ენა, ყველაფერი გამოსაცვლელია.

    ლორენს სტერნი,როცა "პერესტროიკამ" პატარა უფლება უწყალობა იმპერიაში შემავალ ხალხებს, ყველაზე მეტად გადიდგულდა ქართველი კაცი. მან სულის მოთქმაც არ აცალა მოსკოვის ცკ-ს, რომელსაც უკვე განზრახული ჰქონდა იმპერიის დაშლა. მოაწყო ხალხმრავალი მიტინგები და სხვადასხვა ანტირუსული გამოსვლა.ისტორია გვასწავლის, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო ინგრევა გარედან, შიგნიდან კი ხალხი აძლევს ბიძგს. მაგრამ ამ ბიძგსაც უნდა გაანგარიშება. ისეთი ბიძგი უნდა მისცე, რომ თვითონ არ მოექცე ნანგრევებში.

    იმ უზარმაზარი იმპერიის დანგრევით, რომელიც გერმანიიდან იაპონიამდე იყო გადაჭიმული, არც ერთი ერი ისე არ დაზარალებულა, როგორც საქართველო. მიზეზი? - ჩვენი ხალხის აჩქარებული ტემპერამენტი და მოსალოდნელ მოვლენათა განჭვრეტის სუსტი უნარი.

    80-იანი წლების ბოლოს ტელევიზორზე მოვისმინე ახალგაზრდა ეკონომისტების აზრი მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შესახებ. კითხვაზე - რამდენპროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს ჩვენი მრეწველობა რუსეთისგან დამოუკიდებლად? 4%-ით, იყო პასუხი. რუსეთის? - 50%-ით.

    ქართველებმა, იმის მაგივრად, რომ გაეანალიზებიათ მოცემული სტატისტიკა და შესაძლებლობების ფარგლებში მომზადებულიყვნენ ეკონომიკურად, დაიწყეს მუშტების ქნევა ჩრდილოეთისკენ და ქვეყნის შიგნით ხალხი დამოძღვრეს: ოღონდ რუსები მოვიცილოთ და ბალახს მოვძოვთო. მათ ბალახის ძოვა არ დასჭირვებიათ, კოლოსალურ ხელფასებსა და პრემიებს ძოვენ. მაგრამ ხალხი... ნამდვილად მიიყვანეს უდიდეს გაჭირვებამდე: უმუშევრობით, უპურობითა და რვალარიანი პენსიით.

    სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ჩვენი მრეწველობის 100%-იანი მუშაობისას ბევრი გვაკლდა და 14%-ზე კარგი რა მოგვივიდოდა. ახლა თითქოს გამოსწორდა მდგომარეობა ხელფასებისა და პენსიების მხრივ, მაგრამ 14 მილიარდი ვალი ზურგზე აქვს აკიდებული ქართველ კაცს და მევალე თუ ისურვებს, შენი ცოლ-შვილიანად დაგაბამს თოკს და წაგიყვანს საითაც ისურვებს, ვერც მორალი დაგიცავს და ვერც იურისდიქცია.

    ხომ არიან რუსეთთან ზოგიერთი ერები, მაგრამ არ შეუჭამიათ ისინი, არც დაუსაჭურისებიათ.

    თუ გადავხედავთ პრივატიზაციას, რომელიც პირველ პრეზიდენტს და მეორესაც პანაცეად მიაჩნდათ, ეს იყო ხალხის ძარცვა. მისცეს ხალხს "გროშებად" ღირებული ვაუჩერები, რომლებიც შიმშილობაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ ორ კილო შაქარში გაყიდა.

    მიწა ისე იოლად გაანაწილეს, რომ უკეთესად საქმის მოგვარებას ვერც ერთი მუქთახორა ვერ ინატრებდა. 90-იან წლებში გამსახურდიას ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: როგორ მიდის მიწის პრივატიზაციის საქმეო. მიწის პრივატიზაცია პრაქტიკულად ჩატარებულია, საკოლმეურნეო ნაკვეთები მივეცით გლეხებს საკუთრებაში და ჩვენ მხოლოდ მისი ფიქსირება დაგვრჩაო. ასეთი პასუხი გვაგებიებს, რომ კომუნისტებს ობიექტურად გაუნაწილებიათ მიწები და ჩვენთვის პატარა საზრუნავი დაუტოვებიათ, მოგვეხდინა ამ განაწილების ფიქსირება.

    თუ გადავხედავთ სავაჭრო საქმეს, ქალაქად თითქმის არის რაღაც წესრიგი, ცოტაოდენი მაინც, სოფელი კი სრულიად ჩავარდა თაღლითების ხელში. ისინი ყიდულობენ ქალაქში სასოფლო თუ სამრეწველო პროდუქციას და სოფელში ატანილს ყიდიან 20-30%-ის დანამატით, ხშირად - ორმაგ ფასებში. მთავრობა მათ არ აწუხებს რაიმე კანონით, მხოლოდ გადასახადს ახდევინებს.

    ჩვენს სოფლებში ვაჭარი საქონლის ფასს თვითონ ადგენს, შოფერი - მგზავრობისას და მიდის მთავრობებისა და მისი ფავორიტი თაღლითების საქმე წინ, მაგრამ ხალხი... იგი ამდენი გაჭირვებითა და უპატრონობით გულშეწუხებული ცდილობს, როგორმე უცხოეთში გაიქცეს, სადაც შეიძლება გადარჩეს როგორმე, აქ კი...

    მთავრობის კაცები ყველგან ბევრი გვყავს, მაგრამ ჩვენს საქმეს ვერ შველიან ან არ შველიან. ივანიშვილის პრემიერობის დროინდელი 250-ლარიანი ვაუჩერები ისე დაუკარგეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომ პასუხის ღირსიც არ გახადეს. თავს იმართლებენ, კომპიუტერმა ამოაგდოო. ვეღარ გამიგია კაცს, ვინ ვის მართავს, კაცი კომპიუტერს თუ კომპიუტერი კაცს. ვფიქრობ, რომ კომპიუტერით მომართული კაცები ხალხის ჭირ-ვარამს ვერ იგებენ და ვერც სასიკეთოს გაუკეთებენ რამეს.

    ქართული დემოკრატია ისე ჰგავს ჭეშმარიტ დემოკრატიას, როგორც საბჭოური სოციალიზმი ნამდვილ სოციალიზმს. თუ პირველი თაღლითების დიქტატურას ამყარებს, მეორე წითელი დიქტატურის დამცველი და მეხოტბე იყო. აქ საზოგადოების ბედი ჰგავს ნინოშვილის დათიეს ქალიშვილის ბედს. იგი იასონთან ლაღობს პაემანზე, უცბად პატარა გველი გასრიალდა მათ წინ. პატარა გველისგან შეშინებული ქრისტინე მკერდზე მიეკრა დიდსა და შხამიან გველს - იასონს, ამბობს მწერალი.

    ზოგი კაცი გაიძახის, ცხოვრება გაუმჯობესდაო. ცხოვრების გაუმჯობესება ის კი არ არის, რომ ცალკეულმა თაღლითმა მდგომარეობა გაიუმჯობესოს, არამედ ის, რომ საზოგადოების ცხოვრების დონემ აიწიოს. აქ საზომად გამოდგება საშუალო უნარის კაცი და არა გმირი, ზარმაცი ან თაღლითი.

    ქართული დემოკრატიული მთავრობა ისე კრიახობს, ქვეყანას ვაშენებთო, რომ მტერს გულზე გახეთქავს და საქმეში ჩაუხედავ მოყვარეს გაახარებს. მაგრამ თუ საქმეში ორივე ჩაიხედავს, მაშინ ყველაფერი შეიცვლება, მტერი გაიხარებს და მოყვარე გულზე გასკდება.

    ეს რომ ასე არ მოხდეს, საჭიროა: იმ თოკს, ნასკვს, ჭანჭიკს, ურდულს, ალთას, ბალთას, კალტას, შალთას, დროულად მივხედოთ, რითაც ჩვენს ვალს მოვიხდით ერის წინაშე. თორემ მენტორული დარიგება "პური თუ ძვირია, ნამცხვარი ჭამე", ვერც ერს წაიყვანს წინ და ვერც მენტორს.

    ზელიმ ჩაკვეტაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved