სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    28.03.2018

    ბატონო პარლამენტის წევრებო!ბატონო ირაკლი!

    ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია ჩვენი სამშობლო და მისი მომავალი თაობების ბედი, მოგმართავთ ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

    კანონში ცვლილებების შეტანამდე ნარკომომხმარებელთა წარმომადგენლების განსაკუთრებული გააქტიურება, ღია ნარკოპროპაგანდა და სხვა ასპექტები იწვევს მომავალი თაობების ბედით შეწუხებული მოქალაქეების შეშფოთებას.

    არ გვსურს, მოარული ხმებით, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ნაწყვეტებით ვიმსჯელოთ შემოთავაზებულ კანონპროექტზე. ჩვენ არ ვართ მომხრე ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვისა.

    ასევე, უკიდურესად წინააღმდეგნი ვართ ნარკოტიკების ე.წ. "ჩადებისა".

    მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოსაშუალებების გაუაზრებელი და მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული ლიბერალიზაცია, მათი სამართლებრივი დოზების დადგენა, გადატანის, შენახვისა და რეალიზაციის თავისუფალი უფლება კანონის მიღებისთანავე დააყენებს დღის წესრიგში ნარკოტიკული საშუალებების ოფიციალური მწარმოებლების გამოჩენის, მათ მიერ პროდუქციის განაწილებისა და გაყიდვის აუცილებლობას.

    უაღრესად დიდია საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესი უმართავი გახდეს. იგი დაღუპავს მომავალ თაობებს! ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღება ნაუცბათევად, საყოველთაო განხილვის გარეშე, დაუშვებელია.

    მოვითხოვთ კენჭისყრის წინ მის უცილობელ გამოქვეყნებას! კენჭისყრა უნდა იყოს სახელობითი და ჩატარდეს არაუადრეს ერთი თვისა გამოქვეყნებიდან!

    თუ კანონი, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის სიჯანსაღეზე არ ფიქრობს, ჩამოვაცილოთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს.

    ჩვენ მართალნი უნდა ვიყოთ მომავალი თაობების წინაშე! თუ დღეს არ ძალგვიძს ქვეყნის სამომავლო, ღირსეული განვითარებისათვის აუცილებელი კანონის მიღება, ნუ მივიღებთ! მომავალ თაობას ნუ წავართმევთ უფლებას, მიიღოს უკეთესი კანონი!

    პატივისცემით

    სოლომონ ნერგაძე (ასისტენტ-პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი)

    ცირა ყურაშვილი (მწერალი)

    მარიამ წიკლაური (პოეტი)

    ნინო სადღობელაშვილი (მწერალი, დრამატურგი).

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved