სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და საერთოდ მთავრობას
    მოსაზრება
    02.04.2018

    ქართლოს ზაქარეიშვილი

    მივიღე პასუხი თქვენს სახელზე გამოგზავნილ განცხადებაზე და ჩავთვალე საჭიროდ, გაგცეთ პასუხის პასუხი და აღშფოთება ვერ იქნება სწორი გამთქმა, რა განწყობაც გააჩინა ამ პასუხმა ჩემში.

    1. პროკურატურას დანაშაულად არ მიაჩნია ფაქტი, ოფიციალური ნოტარიული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ტიტულოვანი იურისტი ზაზა რუხაძე სახელმწიფოს უმალავს 10 500 დოლარს. ნასყიდობის საგან უძრავ ქონებაში ფაქტიურად გადაიხადა 12 000 დოლარი და გააფორმა მხოლოდ 1 500 დოლარი. ნასყიდობის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ნასყიდობის საგანი უნაკლოა და ამ ფონზე იურისტი ბინის ყიდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ (როცა მას მივუთითე არაერთ უკანონო ქმედებაზე) მეზობელს მიჩივის ნივთის ნაკლზე, თანაც აცხადებს, რომ ნაკლის შესახებ მან ადრეც იცოდა.

    2. პროკურორი დანაშაულს ვერ ხედავს, როცა იგივე ნოტარიული ნასყიდობის დოკუმენტს ტიტულოვანი იურისტი მოაცილებს მეოთხე გვერდს, სადაც მითითებულია მნიშვნელოვანი განცხადება იმაზე, რომ რა ქმედებასაც რუხაზე სჩადის, სისხლის სამართლის დანაშაულია, რამდენადაც უგულებელყოფს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის მოთხოვნას და ამ ფურცლის სანაცვლოდ მიკრავს ცარიელ ფურცელს, რომელსაც ხელს აწერს რუხაძის წარმომადგენელი, მოსამართლედ გამწესებული (ამ ქმედებისთვის დაჯილდოებული) დიანა ბერეკაშვილი. ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როცა რუხაძე საია-ს პრეზიდენტი იყო. დანაშაული კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 341-ე მუხლებით.

    3. პროკურორს არ მიაჩნია დანაშაულად ფაქტი, როცა იგივე ტიტულოვანი იურისტი შექმნის საკუთარი ხელით დაწერილ სასამართლოს განჩინებას ისე, რომ განცხადებაც კი არ აქვს სარჩელის სახით შეტანილი. შესაბამისად, შექმნილია ყალბი სასამართლო გადაწყვეტილება (სსკ-ის 341-ე მუხლი) და ეს განხორციელდა იმისთვის, რომ დაესწროთ ჩემი წინადადებისთვის, მოგვეწვია გემგეობიდან სპეციალისტი და მისი რეკომენდაციით გადაგვეწყვიტა სადავო საკითხი (შესაშური ოპერატიულობა).

    ჩემი შეფასებები მოცემულ ქმედებებზე პროკურატურის მხრიდან და საერთოდ ხელისუფლებისგან:

    1. არა შეჯდა მწყერი ხესა და არა იყო გვარი მისი.

    2. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს.

    3. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი.

    ამ შეფასებას და, საერთოდ, მე გავუკეთებ კომენტარს - არავითარი დიდი კაცები თქვენ არ ბრძანდებით. თქვენ ხართ მიწაზე მფოფხავი ჭიანჭველები. ასეთი პატარა კაცუნები საქართველოს ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან, საქმეში დაცვეთილები და ყაჩაღობაში ლომები. მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო, როდესაც ძაღლების ნაცვლად კატებს აყეფებენ, ჭიანჭველებსაც თავი ასე აქვთ წამოყოფილი.

    დღეს მსოფლიოში საქართველო ცნობილია, როგორც ქურდების სამყარო. ქვეყანაში შიგნით ჭიანჭველები ზეიმობენ ხაზინის ქურდობაში და ხალხის ყაჩაღობაში და განმკითხავი არავინაა. მაგრამ თუ ამ ჭიანჭველამ მაინც მოახერხა და გავიდა საქართველოს გარეთ, დაუყოვნებლივ გახდება "რამკიანი ქურდი" და შეძრწუნებული ჰყავს სამყარო. ამიტომაც ვიზალიბერალიზაციამ შეიძლება ჩაილულის წყალი დალიოს, რასაც მე თავიდანვე გიანონსებდით. ამას გეუბნებით ახლაც - რომ ასეთ არამდგრად ქვეყანაში, როცა კანონი ფეხზე კიდია ხელისუფლებას და მას ბაძავს საზოგადოება, ვიზალიბერალიზაცია პირდაპირ სამშობლოს ღალატია.

    ხელისუფლებას ეს სულ არ ადარდებს. დადიან ჯგუფ-ჯგუფად და ცალ-ცალკე საზღვარგარეთ ვოიაჟებით, დასასვენებლად, ვითომ საქმეზე, ხალხისგან მიტაცებული სახსრებით. აბა, თუ ვინმე იტყვის ამ ვოიაჟების შედეგად გაკეთებულ თუნდაც ერთ საქმეს, ტრიბუნიდან ლაყბობაა ტყუილით და თვალში ნაცრის შეყრით. ბოლოს და ბოლოს, პატრიარქმაც, ამ წმინდა პირმა, აღიარა, რომ ქვეყანა დაღუპულია. მეტი ავტორიტეტი ამ ქმედების გასაანალიზებლად ვინღა შეიძლება მოვიყვანოთ.

    თქვენი უზნეობის თემა ამოუწურავია. "ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა"... და მაინც, მე, ქართლოს ზაქარეიშვილი, კატეგორიულად მოვითხოვ ჩემ მიმართ არსებულს პრობლემებს, რომელიც, ვიმეორებ, თქვენი უზნეობის შედეგია, მიხედოთ სამართლებრივად და სამართლიანად, რომ მეც მომეცეს საშუალება, რომ მოხუცი, დავრდომილი კაცი აღვესრულო მშვიდად და იმის შეგრძნებით, რომ მეც ადამიანი ვარ და კეთილსინდისიერად ვემსახურე ჩემს სამშობლოს 47 წელი.

    ისე, როგორც ნოე ჟორდანიას საფლავის ქვაზე წერია:

    "ვარ საქართველოს ბედდამწვარი ჭირისუფალი".

    თუ დამდებთ პატივს და დამაპატიმრებთ, დიდად მადლობელი ვიქნები.

    P.S წაიკითხეთ 12 მარტის პრესის მასალები და სრულად დაინახავთ თქვენს სახეს.

    ლადო ასათიანი მინდორში წამოწოლილი უყურებს, როგორ მიბობღავს ჭიანჭველა და ლადო ფიქრობს, ნეტა თუ იცის ან გრძნობს ეს ჭიანჭველა, რომ მე აქ ვარ ადამიანი.

    დიახ, ბატონო ჭიანჭველებო, თქვენ ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ, რომ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ ადამიანები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved