რეზონანსი
26.04.2024

როდესაც ევროკავშირს გაფართოება სურს, ის აუცილებლად მიიღებს ახალ წევრებს და ერთ კანონზე არ დაიწყებს ყურადღების გამახვილებას, - ამის შესახებ ბელგიის სენატისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ბობ დე ბრაბანდერმა „ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის" მსგავსი კანონები ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს და მათ ამის გამო პრობლემა არ შეჰქმნიათ.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის" ოპონენტების მხრიდან არასწორია ის არგუმენტაცია, რომ თუკი ამ კანონს მიიღებს საქართველო, მასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყება. აბსოლუტურად არასწორია, რომ ერთი კანონით გაკეთდეს ასეთი დასკვნები. როდესაც ევროკავშირს გაფართოება სურს, ის აუცილებლად მიიღებს ახალ წევრებს და ერთ კანონზე არ დაიწყებს ყურადღების გამახვილებას. მსგავსი კანონებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც და მათ ამის გამო პრობლემა არ შეჰქმნიათ", - აღნიშნა ბრაბანდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×