სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.01.2019

     ჟორა გაბრიჭიძე

    სტუ  ბიოლოგიურად  აქტიურ  ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო  ცენტრის  სწავლული მდივანი

    ახალი წლის დადგომასთან ერთად დასაქმებული მოსახლეობის ნაწილს და დამსაქმებელს ახალი სათავსცემო გაუჩნდა, როგორ აიშორონ თავიდან ხელფასიდან 2%-ის წაგლეჯა, რომლის დაბრუნების შანსს გადამხდელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ვერანაირი შეფუთვით, რომ ვერ აჯერებენ. მით უმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლება წინასწარ ამბობს, რომ ეს ფული, მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ჩაიდება, ანუ მთავრობის შიდა ვალებს მოემსახურება. შიდა ვალი კი ის თანხაა, რომელსაც მთავრობა, სახაზინო ვალდებულებების დასაფარავად იყენებს, ანუ ჭამს. ხელისუფლება, დღემდე ამ ფულს კომერციული ბანკებიდან სესხულობს და გვარიან  პროცენტსაც უხდის, ეს კი როგორც ეტყობა, უფასო სესხი იქნება, რადგან ვერსად ამოვიკითხე, რომ ამ სესხში ხელისუფლება გამსესხებელს რაიმე პროცენტს, რომ გადაუხდის.

    "დაგროვებითი საპენსიო ფონდის“ საიტზე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო საპენსიო ფონდიდან იღებს სეხს. მართალია, სესხი, უფასოა, მაგრამ ძირს გასტუმრება ხომ უნდა? რომელიც რაღაც შემოსავლით უნდა დაიფაროს. რადგან ხელისუფლება, ამ თანხის ინვესტირებას კვლავწარმოებაში არ აპირებს და ფული მიმდინარე ვალდებულებების მომსახურებას მოხმარდება, გამოდის, რომ გასტუმრების ეტაპზე მთავრობამ ეს თანხა, საიდანღაც უნდა მოიტანოს, ე.ი. სხვა შემოსავლებიდან უნდა აიღოს. შემოსავლები კი მთავრობისათვის არ არსებობს, გარდა გადასახადებისა, რადგან განსხვავებით სხვა ქვეყნებისა ჩვენმა მთავრობამ მაღალშემოსავლიანი, რომელიმე დარგის მონოპოლიური საკუთრებაზე უარი თქვა და ყველაფერი ბიზნესს გადააბარა. გადასახადებიდან შემოსული ფული კი ჩვენს მთავრობას, არც დღეს ჰყოფნის და არც არასდროს ეყოფა, მით უმეტეს, ზედმეტი არასდროს ექნება. ამ დროს კი ყველა მთავრობისთვის დამატებითი ფული, დამატებითი გადასახადებია და ამ გასაცემ პენსიას დამატებითი გადასხადებიდან მოიტანენ, ანუ ჩვენგან მისესხებულს ჩვენვე გაგვასტუმრებინებენ. ეს, ყოველთვის ასე ხდება,  როცა სესხს საჭმელად იღებენ და არა მომგებიან წარმოებაში ინვესტირებისათვის. 

    მართალია, „დაგროვებითი საპენსიო ფონდები“ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს, მაგრამ იქ ამ ფულს მომგებიან წარმოებებში დებენ და თუ მოგებით არა, „თავნს“, რომ დააბრუნებენ ამის გარანტია ნამდვილად არის. სხვა ქვეყნების არ ვიცი, მაგრამ ყაზახეთში (20 წელი იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი), „დაგროვებითი საპენსიო ფონდის“ გახსნის უფლება 4 კერძო კომპანიას მისცეს, სადაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი, სახელმწიფოა. ერთ-ერთი მათგანი, „ყაზ-ნეფტო-გაზის კორპორაციაა“, რომელიც ამ ფულს წარმოების გაფართოებაში დებს და მიღებული კანონის თანახმად მოგებიდან ფონდს პროცენტს უხდიან, ანუ გარდა ძირისა ყველა მონაწილეს პენსია, დივიდენდებიდან გაეზრდებათ.  ჩვენი მთავრობა კი ამ ძირს ჭამს და 30-40 წლის შემდეგ პენსიას რით გადაიხდის? თუ მოლა ნასრედინის პოლიტიკას ადგანან?

    უნდა ვაღიაროთ, რომ საპენსიო ფონდის იმ დარგზე მიბმა, რომლის რესურსები ამოწურვადია პირადად სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ყაზახებს, რაც ჰქონდათ ის გამოიყენეს გონივრულად, ჩვენ კი ამ მიზნით გამოსაყენებელი უკვდავი ღირებულება გვაქვს მევენახეობის, მექვევრეობის და ქვევრის მეღვინეობის სახით, რომელიც განუსაზღვრელად დიდი პოტენციის მქონე დარგია და სრულიად განუვითარებელ-აუთვისებელი, როგორც საქართველოსთვის, ისე, დანარჩენი მსოფლიოსთვის და რომლის განვითარების მონოპოლია ჩვენს ხელშია. ამავე დროს, მისი წარმოებითი პოტენციალი, უკვდავია და რაც დრო გადის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ფასიც ზრდება. ანუ მუხის კასრში დაყენებით ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება, შესაცვლელია და ღვინის ბუნებრივ ჭურჭელში ქვევრში დაყენების რელსებზეა გადასაყვანი, რომლის განხორციელების მონოპოლია, საქართველოს ხელშია. მსოფლიო მეღვინეობის 15-20%-ის ამ რელსებზე გადაყვანას საუკუნეები დასჭირდება. ჩვენ კი შრომის უნარიანი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი, დაუსაქმებელი გვყავს (კაცი, რომელიც თავისი ოჯახის მოთხოვნილების მინიმუმს თავისი ხელფასით ვერ იკმაყოფილებს დასაქმებულად არ ითვლება). ამ დროს კი გვაქვს ისეთი ბაზისი, როგორიც ქვევრისა და ქვევრის მეღვინეობის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაა, რომლითაც შეგვიძლია საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მილიარდები გამოვიმუშაოთ. შენ კი ხელისუფლება, უფლის ამ საჩუქარს ზედაც, რომ არ უყურებ, როგორ დავიჯერო, რომ ქვეყანაზე და ხალხზე მზრუნველად, რომ ხარ მოსული? 

    იმისათვის, რომ ქვევრი, როგორც ბუნებრივი ღვინის ერთად-ერთი ბუნებრივი ჭურჭელი გახდეს და ქვევრში ღვინის დაყენება კი მსოფლიო მეღვინეობისათვის ძირითად მიმართულებად იქცეს საერთაშორისო სტრუქტურებმა ქართველებს ყველა პირობა შეგვიქმნეს: „იუნესკომ“ ჩვენი წინაპრის მიერ აშენებული ქვევრი და მასში დაყენებული ღვინო, „კაცობრიობის არა მატერიალური კულტურის ძეგლად“ აღიარა, ხოლო მსოფლიო ღვინის ასოციაციამ  ქვევრის ღვინო, ცალკე კატეგორიად სცნო. გერმანელმა კერამიკოსებმა კი ჩვენი თიხები წაიღეს, გამოიკვლის და შედეგები და რეკომენდაციები მოგვართვეს. დასავლეთის და მსოფლიოს ენთუზიასტმა მეღვინეებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ათასობით ქვევრი გაიტანეს საქართველოდან და რეკლამას უკეთებენ ქვევრში ღვინის წარმოებას. არ გვძინავს ქართველ ენთუზიასტებსაც: დავაპროექტეთ და დავაპატენტეთ უმაღლესი ხარისხის ქვევრის ასაშენებელი მექანიკური დანადგარი, ასევე, ათზე მეტი ახალი დანადგარი, რომლებიც ქვევრში ღვინის დაყენებისა და მოვლის დროს მეღვინეს შრომას უმსუბუქებს, ამასთანავე, ამ იარაღებს დამზადება უნდა და ფული ღირს. ანუ ყველაფერი გამზადებულია იმსათვის, რომ ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენება, მსოფლიო მეღვინეობაში დავნერგოთ, ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მილიარდები გამოვიმუშაოთ. სრული ბედნიერებისათვის დარჩა ერთი ნაბიჯის გადადგმა, ანუ ამ ყველაფრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა, რომელიც მთავრობის ნების გარეშე არ მოხდება. სამწუხაროდ, მთავრობა, დღემდე ვერ თუ არ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და ქვეყნის დამღუპველ ტურიზმისა და დამჭაობებელ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე ოცნებობს.

    მართალია, ამ ყველაფერს ბიზნესი უნდა აკეთებდეს, მაგრამ ბიზნესმა ეს, რომ გაგიკეთოს ეს ბიზნესი და საბაზრო ურთიერთობები ქვეყანაში, კარგად უნდა გქონდეს განვითარებული. თუ არა ხელისუფლებამ ვინ, უნდა დაანახოს ბიზნესს, რომ დარგის განვითარების სურვილი აქვს და ამისთვის  ძალისხმევას არ დაიშურვებს ისე, როგორც არ იშურვებს არაფრის მომცემი და ქვეყნის გონებრივად მადეგრადირებელი დარგის, ტურიზმის განვითარებისათვის ( ქვეყანაში სადაც ტურიზმის სეზონი 5-6 თვე არ გრძელდება დამღუპველია ტურიზმის ბიზნესისთვის და ქვეყნისათვის, ჩვენს კურორტებზე კი სეზონი 3 თვეს არ აღემატება, ასევე, როცა ტურიზმი ეკონომიკაში 15% ზე მეტია, ქვეყანის გონებრივი პოტენციალი, დეგენერაციას განიცდის). ვინ უნდა გაკვალოს გზა და ვინ უნდა ჩაუტაროს მეცნიერული კვლევა - რეკლამირება ქვევრს და ქვევრის ღვინოს ევროპელებმა?

    დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ენთუზიასტმა მეღვინეებმა რამდენიმე ათასი ქვევრი შეისყიდეს და გაიტანეს საქართველოდან, ჩვენდა სასირცხვილოდ ხალხს, რომლებიც ჩვენი პროდუქციის რეკლამირებას ცდილობს, ქვევრში ღვინის დაყენეების მეთოდი და მოვლის წესებიც არ გავატანეთ, იმიტომ, რომ დაწერილ-დამტკიცებული სახით ჩვენც არ გვაქვს და თავი მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ მოგვაქვს და არც კი გვრცხვენია, რომ დღემდე კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობად წოდებული ღვინის დაყენების და ქვევრის წარმოების სტანდარტიც კი არ გვაქვს დაწერილ-დამტკიცებული. რა ქვია ამას?

    ქართული ქვევრი, დასავლეთს იმიტომ მოსწონს, რომ მასში მაღალი ხარისხის ბუნებრივი ღვინო, 3-4- ჯერ იაფად შეიძლება დააყენო, ვიდრე, ღვინის თანამედროვე ჭურჭელში, ხოლო დასაძველებლად ღვინო, მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე წლობით უფასოდ, რომ შეუძლია შეინახოს, ამიტომ სათანადო რეკლამის შემდეგ ამ ბაზარზე მილიონობით ცალი, ქვევრის მოთხოვნა გაჩნდება. ქვევრის მოთხოვნაზე წარმოდგენა, რომ გვქონდეს გავაკეთოთ ასეთი ანალიზი: ყოველწლიურად მსოფლიოში ღვინოდ საშუალოდ 60 მილიონი ტონა ყურძნის წვენი გადამუშავდება, აქედან 1 %-იც, რომ დავადუღოთ, დავავარგოთ და დავაძველოთ ქვევრში, ერთი მილიონი ცალი 2-3 ტონიანი ქვევრია საჭირო. ხედავთ რა მასშტაბებთან გვაქვს სამე? 1%-იანი მოთხოვნა კი ენთუზიასტთა დონეა, სამრეწველო დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კი საუკუნეები დასჭირდება.

    ბატონმა ბიძინამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თქვა: მარიხუანის ბიზნესი 400-500%-იან მოგებას ტოვებსო. ბატონო ბიძინა 1 სამ ტონიანი ქვევრის აშენებას 500 კგ. თიხა და 200-ამდე კუბი ბუნებრივი აირი ესაჭიროვება, ფასი კი 6-7 ათას ევროზე მეტი იქნება (პროცენტის გამოყვანა არ გაგიჭირდებათ). ამასთანავე, ქვევრის წარმოება, უფლის სამსახურია, მარიხუანის კი ეშმაკის. აქვს კი ხვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას უფლება, ეშმაკს ემსახუროს?

    დღეს საქართველოდან ევროპაში გატანილი ბოთლი ღვინის თვითღირებულებაში ღვინოს დაახლოებით 20% უჭირავს, დანარჩენი ბოთლის, საცობის და ფურნიტურის ღირებულებაა, აქედან საქართველო, მხოლოდ ღვინოს აწარმოებს, დანარჩენი ყველაფერი ევროპიდან შემოგვაქვს, ანუ ჩვენი მეღვინეობიდან ძირითადი შემოსავალი ევროპელებს მიაქვთ. ამიტომაა, რომ ევროპის ქვეყნები მეღვინეობის ინდუსტრიიდან მილიარდებს იღებენ, ჩვენ კი დარგი, დღემდე დოტაციაზე გვყავს. არადა გვაქვს პოტენციალი ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი შემოსავალი გვქონდეს და ასიათასობით მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ამისათვის საჭიროა მევენახეობა-მეღვინეობის კარგად განვითარებული ინდუსტრია შევქმნათ თავისი ზედნაშენით. ვნახოთ, როგორ უნდა მოხდეს ეს:

    უნდა შეიქმნას „დაგროვებითი საპენსიო ფონდი“-ს საინვესტიციო სახელმწიფო კორპორაცია, რომლის მიზანი ქვევრის და ქვევრში ღვინის დაყენების მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრება იქნება. ეს, რომ გავაკეთოთ საჭიროა, უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში ამ დარგის განვითარებაში 1-1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს, ანუ ის ფული, რომელიც „დაგროვებით საპენსიო ფონდში“ შემოვა ამ დარგის განვითარებაში უნდა ჩაიდოს, ანუ ამ თანხით უნდა აშენდეს ყველა ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც უზრუნველყოფენ დარგს თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს საქართველოში წარმოებული ყველა მსხვილმან-წვრილმანით. ყველაფერ ამისთვის კი საჭიროა:

    - ქვეყანაში ვენახების საერთო ფართობი 100 ათას ჰექტრამდე გაიზარდოს.

    - ქვეყანაში უნდა აშენდეს ბოთლის საწარმო ისეთი სიმძლავრეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მეღვინეობას სამამულო წარმოების ტარით, დაახლოებით 300-400 მილ. ბოთლი.

    - ქვეყანაში უნდა გავაშენოთ 130-150 ჰექტარი კორპის საცობის ნედლეულის მომცემი მუხის პლანტაცია.

    - უნდა აშენდეს რამდენიმე „ტიპოგრაფია“, რომლებიც უზრუნველყოფენ დარგის ეტიკეტებით მომარაგებას.

    - ქვეყანაში უნდა აშენდეს საწარმოო სიმძლავრეები წელიწადში საშუალოდ 50 ათასი ცალი დიდი ზომის ქვევრების საწარმოებლად და დაიზვეროს და გამოვლინდეს თიხების ახალი მარაგები.

    - დამატებით უნდა აშენდეს ქვევრის მარნები დაახლოებით 700 ათას ტონა ღვინოზე, ანუ ქვეყანამ ყოველწლიურად ექსპორტზე უნდა გაიტანოს საშუალოდ 400 მილიონი ბოთლი ქვევრის ღვინო.

    - მევენახეობა-მეღვინეობაში შხამქიმიკატები და გოგირდი უნდა შეიცვალოს ოზონ-აირით და ოზონირებული წყლით, ამიტომ უნდა აშენდეს ოზონოგენერატორების მწარმოებელი ქარხანა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ძირითადად ბიოღვინო და სხვა ბიოპროდუქტი ვაწარმოოთ.

    - უნდა აშენდეს ბაზალტის ძაფის საწარმო სიმძლავრეები და დავამზადოთ ბიოთოკი და ბიობოძები მევენახეობისათვის და მით შევცვალოთ მეტალის მავთული და ბეტონის ბოძები. ამ პროდუქციას ექსპორტის დიდი პოტენციალი ექნება.

    - უნდა გაიხსნას ევროპაში კარგად აპრობირებული „მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამეწარმეო უნივერსიტეტი“ შესაბამისი ლაბორატორიებით. დანარჩენი მუშაობის დროს გამოჩნდება.

    უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ქართული ქვევრის ღვინო, მსოფლიო ქვევრის ღვინის წარმოების ეტალონი იქნება, ამიტომ ასეთ ღვინოებს ბევრსაც გავყიდით და ფასსაც კარგს გადაგვიხდიან. კორპორაცია ყველაფერ ამას უნდა აკეთებდეს შვილობილი კერძო კომპანიებისა და მარნების მეშვეობით, ანუ უნდა ჩამოყალიბდეს მევენახეობა-მეღვინეობის ნებაყოფლობით გაერთიანება, რომლის  სათავეში უნდა იდგეს სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც იქნება დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელ-წარმმართველი და დამხმარე გაერთიანებაში შემავალი სუბიექტებისათვის.

    ყველა ზემოთ აღნიშნულის შესრულებას ესაჭიროვება უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დარგში ჩაიდოს დაახლოებით 150 მილიონი დოლარი. გარდა „დაგროვებითი საპენსიო ფონდისა“ აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსახლეობის შენატანები, ანუ  მაგალითისთვის მექვევრეობა შეიძლება სააქციო საზოგადოების სახით ჩამოყალიბდეს და ამ შენატანებით განვითარდეს.

    ბატონებო, მევენახეობა-მეღვინეობის ზედნაშენი, მარტო ღვინის ტარის და ფურნიტურის წარმოება არ არის, მსოფლიოში ღვინოს 70-ზე მეტი ქვეყანა აწარმოებს და როცა ეს ცვეყნები ღვინის ქვევრში დაყენებას დაიწყებენ, ამ ქვეყნებში გაიზრდება საქართველოს ცნობადობა და მილიონობით ტურისტს მოუნდება იმ ქვეყნის ნახვა სადაც დაირწა მეღვინეობის აკვანი, ანუ განვითარდება ღვინის ტურიზმი. გვაქვს სხვა საინტერესო პროექტებიც, რომლებიც ადვილსარეალიზაციოა და კაპიტალიზაციის დიდი პოტენციალი, რომ გააჩნია „ლიჟბი“ ხელისუფლებამ მოინდომოს.

    კომუნისტებს ჰქონდათ ხუთწლიანი გეგმები, რომლითაც ხალხი ვიგებდით რას და როდის ვაკეთებდით და ვიცოდით საით მივდიოდით, დღეს არაფერი არ ვიცით რას ვაკეთებთ და საით მივდივართ. არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა: „როცა არ იცი საით მიდიხარ, არც ერთი ქარი, შენთვის ზურგქარი არ იქნება“-ო. სამწუხაროდ ამ დღეში ვართ დღეს, ამიტომ ამ ხელისუფლებასაც და მომავალსაც ასეთი გეგმის მიღება და განხორციელება უნდა ვაიძულოთ ან საპენსიო ფონდით ან სხვა გზით. ეს, ჩვენი ქვეყნის მომავალია და უნდა ავაშენოთ თუ ქვეყანა გვინდა გვერქვას.

    როცა დასაქმებულს და მის დამსაქმებელს ეცოდინება, რომ მისი ფული, ქვეყნის აღმშენებლობაში იდება, ასეთ საქმეში 2 %-ს კი არა 10-საც არ დაინანებს, ხოლო ის ხალხი, რომლებიც დღეს საკუთარ დანაზოგს საეჭვო რეპუტაციის ბანკებში დებენ ასეთ საქმეში სიამოვნებით ჩადებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved