რეზონანსი
07.07.2019

 აშკარად ჩანს რომ ხალხის დამოკიდებულება რუსთაველზე აქციების და მათი ლიდერების მიმართ უარესდება, მითუმეტეს, რომ „არა ოკუპაციას“ მიტინგები ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტის არავითარ რეალურ გზას არ სთავაზობენ. 

2008 წლიდან ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და გამოდის რომ ამ ახალგაზრდებს 2019 წლამდე ლეთარგიული ძილით ეძინათ, რადგანაც არანაირი მკვეთრი და ხილული ანტისაოკუპაციო ქმედებები მათგან ამ ხნის მანძილზე არავის ახსოვს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე ამ ხნის მანძილზე ბევრი ცუდი რამ ხდებოდა - ტატუნაშვილის, ბაშარულის, ოთხოზორიას მკვლელობა, საზღვრების გადმოწევა ლამის ჩვენს ტრასებამდე, ჩვენი ხალხის გატაცება და ა.შ. ამ ყველაფერზე მათი რეაქცია იყო 0. 

გამოდის, რომ ოკუპაციის 11-ე წელს მხოლოდ გავრილოვმა შეახსენათ ამ ხალხს ოკუპაციის ამბავი ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასკუპებით. ვთქვათ და არ ჩამოსულიყო თბილისში გავრილოვი, რა მოხდებოდა? ეს ახალგაზრდები, მშვილდაძე-მაქარაშვილი და კომპანია მშვიდად გაიღვიძებდნენ და დაიძინებდნენ თავიანთ ოკუპირებულ ქვეყანაში, ისე როგორც ამას აკეთებდნენ მთელი ამ 11 წლის მანძილზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×