ია აბულაშვილი
06.02.2020

"რაიმე კანონზე ლაპარაკი დღევანდელ პარლამენტში ზედმეტია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ "ოცნების" უმრავლესობამ ამ წინადადებას მხარი დაუჭიროს. თავის ტყავის გადარჩენაზე ფიქრობენ. რამდენიმე ადამიანის გარდა, უმეტესობა ივანივშილის ნებისმიერ ახირებას ამტკიცებს" - ასე ეხმაურება "ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დამოუკიდებელი დეპუტუტის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომელმაც პარლამენტს ირაკლი შოთაძის ანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა.

გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დადასტურება, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრის დროს განზრახ მიყვანა პროკურორის და დასწრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით განისაზღვრება.

"შოთაძემ ყველა პრინციპი დაარღვია, რა პრიციპითაც მოქმედებს გენერალური პროკურორი, მოვუწოდებ პარლამენტს მოხსნას მისი კანდიდატურა"- აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის შესახებ ყველამ ვიცოდით და სხვა ბიზნესმენებიც ლაპარაკობდნენ, გამაოგნებელი იყო შოთაძის აღიარებითი ჩვენება.

"შოთაძემ ივანიშვილს პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა სამომავალოდ. ადრე თუ გვიან ივანიშვილი ამ ფაქტის გამო პასუხს აგებს, რადგან მუდმივი არაფერია და მოუწევს ხელისუთლების დათმობა.

"ხომ იცით, გროვდება, გროვდება და მერე ერთად იფეთქებს; შოთაძე კი იქნება მთავარი მოწმე ამ ბრალდების. ფინანსთა მინისტრი რომ გვეუბნებოდა, ფაქტები წარმოადგინეთო, მეტი რა ფაქტები გინდა, ადამიანმა თავად აღიარა, რომ იქ იყო.

"როცა კერძო პირის სახლში ასეთი გარჩევები ხდება, ამას კრიმინალი ჰქვია და ჩვენი კანონმდებლობით ისჯება, მაგრამ ივანიშვილს თავისი კანონები აქვს. ზნეობა რომ ჰქონდეთ, ამ აღიარების შემდეგ მოკვლევა მაინც დაიწყებოდა, რა მოხდა ამ შეხვედრაზე.

"რაც შეეხება პარლამენტის მიერ შოთაძისთვის კანდიდატურის მოხსნას, ამ პარლამენტში რაიმე კანონზე ლაპარკი ზედმეტია. "ოცნების" უმრავლესობა, რა თქმა უნდა ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

"რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, უმეტესობა ივანიშვილის ნებისმიერ ახირებას ამტკიცებს, თავისი ტყავის გადარჩენა ურჩევნიათ ქვეყნის ინტერსებს. ვნახოთ ბოლომდე ამოისვრებიან თუ არა ამ სიბინძურეში"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×