Resonance
16.04.2020

 ევროპა კორონავირუსული პანდემიის ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას. უხილავმა მტერმა გაარღვია ჩვენი თავდაცვის ხაზი, მიაყენა სასტიკი დარტყმა ჯერ ჩრდილოეთ იტალიას, შემდეგკი მთელს თქვენს ლამაზ ქვეყანას, შემდეგ ესპანეთს და ახლა მთელ კონტინენტს. ამბებს, რომლებსაც იტალიიდან ვიგებთ თითეული გარდაცვლილის შესახებ, ღრმა მწუხარებას იწვევს ჩვენში, მაგრამ ამავე დროს უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს გვაძლევს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ევროპა და იტალია სრულიად და სამუდამოდ შეიცვალა. ეს წელი მასეთი არ უნდა ყოფილიყო. 2020 წელი პოლონეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ჩვენ ერთად ვაპირებდით ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას. ერთ-ერთი ასეთი არის სოლიდარობის პროფკავშირის 40 წლის იუბილე, ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ტოტალიტარული, კომუნისტური რეპრესიებისა და სოციალური ატომიზაციის წინააღმდეგ. სოლიდარობის მოძრაობამ მიიღო დიდი მხარდაჭერა ჩვენი იტალიელი მეგობრებისგან ხოლო მისმა იდეალებმა მილიონობით პოლონელს მისცა ძალა, ებრძოლა საბჭოთა იმპერიის ბოროტების წინააღმდეგ. წელს ასევე წმინდა იოანე პავლე II-ის დაბადების ასი წლისთავი აღინიშნება. სწორედ მან დაანახა მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობის ძალა რწმენის კრიზისის დროს. ჩვენი საყვარელი პაპი, რომელიც იტალიელებისთვის ასე ძვირფასი იყო.

მე-20საუკუნის პოლონეთის ისტორიიდან მიღებული გაკვეთილი, იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ბნელ ღამესაც კი, როდესაც ორ კრიმინალურ ტოტალიტარულ რეჟიმს უნდოდა პოლონური ერის ბიოლოგიური სუბსტანციის განადგურება, ჩვენ არ დავნებებულვართ. დღეს, პოლონეთი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა და მნიშვნელოვანი მოკავშირე ჩრდილოეთ-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. ყველაზე ბნელი საათი გათენებამდეა. ჩვენ მთელი გულით გვჯერა, რომ იტალია მალე აღდგება და კვლავ შთააგონებს ევროპას თავისი უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობით და ეკონომიკური წარმატებებით.

პოლონეთ-იტალიის მეგობრობა ჩვენს ისტორიას ავსებს. პოლონეთი სხვა ქვეყანა იქნებოდა, რომ არა იტალიის მემკვიდრეობა, რომელმაც ასე ღრმად განავითარა ჩვენი კულტურა და ხელოვნება. ჩვენი ეროვნული ჰიმნი ხაზს უსვამს იტალიის უნიკალურ როლს, პოლონეთის დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე..

ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთმა იტალიის მიმართ რამდენიმე მეგობრული ჟესტი გააკეთა. პოლონელი ექიმები ქალაქ ბრეშას დასახმარებლად გაემგზავრნენ, ჩვენ გადავეცით დამცავი მოწყობილობები, ასევე ვეხმარებოდით ჩვენს მოქალაქეებს, სახლში დაბრუნებაში. ბოროტების დრო ასევე სიკეთის დაბადების დროა. ევროპას ევალება, დაეხმაროს იტალიას. ევროპა ხომ აქ იტალიაში იბადებოდა. როგორი იქნებოდა ჩვენიკონტინენტი რომის სამართლის, რომის სულიერი წინამძღოლობის, გენიალური მიქელანჯელოს გარეშე? ამ გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სოლიდარულ საზოგადოებაში. ამჟამინდელმა კრიზისმა მოულოდნელი და ღრმა გავლენა მოახდინა ეკონომიკურ სტრუქტურაზე, რომელიც მეწარმეებს, მოხელეებს, მოქალაქეებს, ქვეყნებსა და ადგილობრივ მმართველობებს შეეხო. მიყენებული დარტყმა ღრმა ჭრილობებს დატოვებს, რომელთა განკურნებაც ძნელი იქნება.

ევროკავშირს აქვს ეფექტური ინსტრუმენტები ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ამბიციური ბიუჯეტი, ამბიციური ერთობლივი პოლიტიკა და ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს კავშირის ეკონომიკურ აღდგენას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ევროკავშირის ბიუჯეტის დაფინანსების ახალი, სამართლიანი წყაროები, რომლებიც უმეტესწილად წარმოიქმნება იმ სექტორებიდან, რომლებიც სარგებლობენ საერთო ბაზრის პირობებით. ჩვენ გვჭირდება მტკიცე და გაბედული ზომები ინვესტიციების გასაზრდელად და შრომის ბაზარზე არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად, ყველა 27 წევრ ქვეყანაში.

დღეს, ნაწილობრივი ზომები საკმარისი არ არის. ევროპამ უნდა გამოამჟღავნოს შეცვლის სურვილი, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებით და დღგ-ს მარყუჟის წინააღმდეგ ბრძოლით. საგადასახადო თავშესაფარი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს წელიწადში დაახლოებით 170 მილიარდიე ვრო უჯდება. ვთქვათ BASTA! ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყველაზე სუსტმა კრიზისზე პასუხი აგოს, თვალს ვერ დავხუჭავთ ამ სამყაროს ძლევამოსილთა შეცდომებზე.

ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებში, აღდგომა იმედის დროა, დრო, როდესაც იესო ქრისტემ სიკვდილი ჯვარცმით დაამარცხა. ეს მოვლენა ასახავს ჩვენი კონტინენტის ბედს, რომელიც იტანჯება გამანადგურებელი ჭირისგან. ჩვენ შეგვიძლია კორონავირუსული პანდემიის დამარცხება. სოლიდარობის გზით. მაგრამ მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებთ, როდესაც შეტევაზე გადახვალთ. დროა ევროპული შეტევისთვის. იტალიისთვის. მთელი ევროპისთვის.

მატეუშ მორავიეცკი (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი)

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×