მოსაზრება
22.08.2014

  დღევანდელ დღეს, 150 წლის წინ, ჟენევის პირველმა კონვენციამ გაამაგრა საველე სამსახურის დროს დაჭრილი ჯარისკაცების ბედის შესამსუბუქებლად საერთაშორისო-სამართლებრივი იდეა, რომ თავად საომარი მოქმედებების დროსაც კი არ უნდა იქნას დარღვეული ჰუმანურობის მინიმალური ზღვარი.

წერილი
22.08.2014

  თურქეთი, როგორც მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას.

მოსაზრება
13.08.2014

ნიკოლოზ იოსებიძე 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოში გვყავს შესანიშნავი პიროვნება და დიდი მეცნიერი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ამერიკისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოსა და ამერიკის ღირსების ორდენების მფლობელი, 500-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და გამოგონების ავტორი მეცნიერების სხვადასხვა დარგში ბატონი რამაზ გახოკიძე, რომელიც კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა დაასახელა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა შორის.

მოსაზრება
11.08.2014

თამაზ ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ფაუნა 2002"-ის ხელმძღვანელი

ფიტონემატოდები, ნიადაგში და მცენარეთა ქსოვილებში მცხოვრები მიკროსკოპული ორგანიზმებია, გავრცელებულია ყველგან სადაც კი შესაძლებელია სიცოცხლე-ანტარქტიდიდან ცხელი გეიზერების ჩათვლით. მათმა რიცხოვნობამ ნიადაგის ერთ კუბიკურ მეტრზე, შესაძლოა ერთ მილიარდნახევარს გადააჭარბოს. დღემდე ცნობილი 90 000 სახეობიდან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოწვევა მცენარეთა ქსოვილებში, 100 სახეობის ფიტოჰელმინთს შეუძლია უვარგისი გახადოს სასოფლო სამეურნეო კულტურების და ტყის მასივების ათასობით ჰექტარი.

მოსაზრება
08.08.2014

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი. პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასიტენტ-პროფესორი ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელსაც ფაკულტეტის დეკანმა მისცა რეკომენდაცია (რეგისტრაციის #31/31-05, 09.01.2014).

მოსაზრება
06.08.2014

ჯიმშერ ანელი 

პროფესორი,

მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი

13-19 ივლისს კუნძულ მალტაზე, ქალაქ სენტ ჯულიენში ჩატარდა ნანოინჟინერიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები და ინჟინრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა უამრავ მოხსენებას ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ თემებზე ნანოტექნოლოგიების ასპექტში, მათემატიკურ მოდელირებაზე, ლითონებისა და კერამიკული მასალების სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებზე. მე პირველად დავესწარი კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის წარმომადგენილი.

მოსაზრება
02.08.2014

რამაზ გახოკიძე

ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

მე-20 საუკუნეში ინფარქტებმა, ინსულტებმა და გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებებმა შეცვალა ინფექციები და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად იქცა. ყველა განვითარებულ სამრეწველო ქვეყანაში გულსისხლძარღვთა დაავადებებმა ეპიდემიის მასშტაბებს მიაღწია. დღეს ყოველი მეორე ადამიანი ამ სენისაგნ იღუპება. დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფართომასშტაბიანმა კვლევებმა, რომელიც ოდესმე ჩატარებულა დედამიწაზე, აჩვენა: ინფარქტები და ინსულტები, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს დაავადებას. ისინი ვიტამინების სისტემატური უკმარისობის პირდაპირი შედეგია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია.

მოსაზრება
30.07.2014

გია მიქავა

შემეცნებითი მეცნიერების (გნოსეოლოგიის, ეპისტემელოგიის) ყველაზე ფუნდამენტური პარადიგმების (მაგალითების) თეორიის თანახმად, საქმის აბსოლუტურად უმეტეს ნაწილს ადამიანები აკეთებენ შეგნებულად და აბსოლუტურად ყველა შეგნებულად გაკეთებული საქმე მაგალითის მიხედვით კეთდება. მხოლოდ საქმეთა უმნიშვნელო ნაწილს ადამიანები აკეთებენ შეუგნებლად, ე.ი. ირაციონალური აზროვნებით და მოქმედებით.

მოსაზრება
30.07.2014

რევაზ გაჩეჩილაძე

2014 წლის 28 ივლისს სრულდება 100 წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომის შედეგებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო წესრიგი და გაამრავალფეროვნა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. სწორედ ამ ომის მიმდინარეობისას მოიპოვა დამოუკიდებლობა საქართველომ და ჩამოყალიბდა იმ საზღვრებში, რომელშიც ის არსებობდა და არსებობს მომდევნო საუკუნის განმავლობაში.

მოსაზრება
28.07.2014

გურამ ბათიაშვილი

დრამატურგი. თეატრმცოდნე

მსოფლიოს ებრაული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი

ისრაელი-საქართველო

რაკეტებისა და განგაშის სიგნალების საშინელი ხმა, ადამიანების შეშფოთებული სახეები, თავშესაფრებისაკენ გაქცეული ქალების შეკივლება, თვალებში ცრემლჩამდგარი გოგონას ცქერა სხვა სამყაროში მაქცევს. თბილისიდან აქ ჩამოსული ადამიანისათვის ეს გარემო, ატმოსფერო არა მხოლოდ მოულოდნელი, დამთრგუნველიცაა და წერის სურვილს კლავს. თითქოს ყველაფერი ამაო გამხდარა - ასეთ გარემოში გეუფლება ფიქრი: მკვლელებად გარდაქმნილ ადამიანებს აქვთ კი უნარი, ჩასწვდნენ, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული. არსებობს მხოლოდ გადარჩენის, სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი.

მოსაზრება
26.07.2014

ვასილ პაპავა

2013 წლის ივნისში კატარის ახალი ამირა გახდა 33 წლის ტამიმ ბინ ჰამად ბინა ხალიფა ალ-თანი. ტახტზე მან მამამისი შეცვალა - ამირა ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი (მეფობდა 1995-2013 წწ.).

მოსაზრება
23.07.2014

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

1994 წლის 19 მარტის გაზეთში "საქართველოს რესპუბლიკა" დაიბეჭდა შოთა ნიშნიანიძის ეს უსათაურო ლექსი, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს შეცვლილი: "ამ სასტიკ დროში ცნობილი ვართ სამი რამეთი: მევახშეებით, მათხოვრობით და პარლამენტით. პარლამენტართა, მევახშეთა ჩხუბით, პარპაშით წახდა ქვეყანა და მათხოვრობს ხალხი ტანჯული. მოვა ჟამი და ღვთის წინაშე იმ ქვეყანაში, ეს მათხოვრები იქნებიან მათი მსაჯულნი!"


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×