რეზონანსი
26.04.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ნეტგაზეთი“ და ბათუმელები“, სავარაუდოდ, ფინანსდება „ევროპის დემოკრატიული ფონდიდან“ და „ამერიკული დემოკრატიის ფონდიდან“ რომლებიც ფარულად აფინანსებენ საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს.

„რაც შეეხება ამ დეზინფორმაციას, რომელიც „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ნახეთ, რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ ამის გამო. ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილი და მოუწიათ ამაზე ბოდიშის მოხდა, თითქოს სახელმწიფოსგან რაღაც ქონება ვიყიდე და ა.შ. სინამდვილეში რასაც შეეხება საქმე, ნახეს კიდეც და მოუწიათ ამის უარყოფა. 

არანაირ კავშირში ეს არ არის სახელმწიფოსგან ქონების შესყიდვასთან და ა.შ. ეს არის პაპაჩემისეული მიწა, რომელიც პაპაჩემს ჰქონდა, მერე მე და ჩემ ბიძაშვილს ერთად გვქონდა და ამაზეა საუბარი. ეს ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო წლები, ჯერ გვქონდა იჯარა-გამოსყიდვით, რამდენი წელი გავიდა უკვე აღარც ვიცი, ალბათ 14 წლის წინ შევისყიდეთ და იყო თანასაკუთრება ჩემი და ჩემი ბიძაშვილის. პაპაჩემისეული ჯერ კიდევ და შემდეგ მოხდა ამისი გამიჯვნა და ვინაიდან ჩვენ ერთობლივად ვფლობდით და ერთობლივი ხარჯი გვქონდა, ამიტომაც გაიმიჯნა ეს. რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, დარეგისტრირდა რეესტრში. ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება, რომელიც შესაბამისად დარეგისტრირდა და რა თქმა უნდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით არის იმიტომ რომ ხარჯები ჩვენ გვქონდა საერთო, ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება და ამის დარეგისტრირება მოხდა. 

სამწუხაროა ის, რომ ის მედიასაშუალება, „ნეტგაზეთი“ და ბათუმელები“ არის ზუსტად ის მედიასაშუალება, რომელიც მალავს თავის დამფინანსებლებს. სავარაუდოდ ფინანსდება „ევროპის დემოკრატიული ფონდიდან“ და „ამერიკული დემოკრატიის ფონდიდან“ რომლებიც ფარულად აფინანსებენ საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და როგორც ჩანს, ზუსტად ეს ორი ორგანიზაცია, დონორი იყენებს ახლა ამ მედიასაშუალებას იმისთვის, რომ თავს დაესხას საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, ვინაიდან ეს კანონპროექტი მათ გამჭვირვალობას ეხება მათ შორის და არ უნდათ რომ იყონ გამჭვირვალეები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×