თამთა ჩაჩანიძე
14.08.2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას მოუწეოდებს არ დააკმაყოფილოს რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა და არ გადასცეს რუსეთს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომსაქმის მასალებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ „არავინ არ უნდა ისჯებოდეს თავის ქვეყნისა და სამშობლოს დაცვისთვის".

ვადიმ ალტმანი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპატარისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის" წევრი. ასევე, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

„ადამიანი თუ თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის იბრძოდა და შემჩნეული არაა ამა თუ იმ სამხედრო დანაშაულში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ალბათ რაღაც დაცვის მექანიზმებით სარგებლობს, რადგან საქართველოშია. დეტალურად არ ვიცი რა და როგორაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არავინ არ უნდა ისჯებოდეს თავის ქვეყნისა და სამშობლოს დაცვისათვის.

„ომბუცმენმა ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ მიმართა. მე ჩემი პოზიცია გამოვხატე. ის,რომ რუსეთის სამართლებრივი სივრცე სპეციფიურია, ესეც ფაქტია. ჩემთვის საერთოდ ეს სათუთი თემაა, ასეთი ბევრი მოქმედებების მომსწრე ვყოფილვართ", - აცხადებს კობალაძე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის პოკურატურისგან ვადი ალტმანის ექსტრადირების მოთხოვნა 2020 წლის 30 იანვარს მიიღო. რუსული მხარე მას სხვადასხვა ბრალდებას უყენებს, მათ შორის არის კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×