მარიკა ხორავა
15.09.2020

„ევროპარლამენტის ფიალა როდის აივსება და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა. შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები და რურუა გაანთავისუფლონ. ისინი აღნიშნავენ, რომ „მილიარდელი ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".

ამ კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გამოეხმაურა. იგი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარებს აზრს შეაცვლევინებს და მიახვედრებს, რომ შეფასებაში ცდებიან.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს არანაირი პრობლემა ევროკავშირთან არ შეექმნება და საქართველოს ამაზე მწვავე განცხადებების მოუსმენია.

„ევროპარლამენტარების განცხადება არ არის სიახლე. დროდადრო ამ განცხადებებს მრავლად ვისმენთ, ახალი არაფერი არ მომხდარა. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ ბუნდოვანი, ამღვრეული და შემაშფოთებელია. შესაბამისად, სიტუაციის განვითარების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„საქართველოს ევროკავშირთან არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ამაზე მწვავე განცხადებებიც მოგვისმენია. ეს ყველაფერი არის გაფრთხილება. ეს არ არის სამწუხაროდ ბოლო განცხადება. როდის აივსება ფიალა და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა. ევროკავშირიდან და შეერთებული შტატების მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს. შეერთებული", - განაცხადა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×