ტატა შოშიაშვილი
27.09.2020

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პაშინიანმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. პარალელურად, ყარაბაღში დაიხურა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მხარეთა დაშორიშორების ხაზზე ამ დროისთვის „გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს“ და რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მთელს ფრონტზე სრული უპირატესობა აქვთ მოწინააღმდეგეზე“. 

მოვლენების ქრონიკა

18:12 - სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა ცალკეულ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს თავი შეიკაონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სახელმწიფოს დასუსტების შენიღბული მცდელობა, რაც სისხლის სამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს.

18:01 - აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ოფიციალურად გამოცხადა სამხედრო მდგრომარეობა აზერბაიჯანის მთელს ტერიტორიაზე.

17:23 - სომხური მედიით გადაიცა პრემიერ ფაშინიანის საგანგებო მიმართვა, რომელშიც მან მოიწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ყველა საშუალება გამოიყენონ, რათა შეაკავონ თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვისაგან.

17:03 - სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, სისხლის მარაგების საჭირო მარაგის შესაქმნელად მოსახლეობას მოუწოდა ნებაყოფლობით გახდნენ დონორები და სისხლი ჩააბარონ.

17:01 - სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოფიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში ჩავიდა. „ვიმყოფები სტეპანაკერტში. ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო ჩვენს არცახელ ძმებს და დებს“, - დაწერა მან „ფეისბუკში“.

16:51 - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა: „ჩვენ სამართლიანობის გზაზე ვდგავართ. ჩვენი საქმე სამართლიანია. ჩვენ გავიმარჯვებთ! ყარაბაღი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია.“

16:49 - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასახლებულ პუნქტს ადგერში (მარდაკერკი) გამაგრებულ სომხურ გარნიზონს, უაზრო მსხვერპსლის თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანულმა სარდლობამ იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზა. სომხური მხარის პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

15:56 - ყარაბაღის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სამველ ბაბაიანმა გადაჭრით უარყო ცნობები აზერბაიჯანული არმიის მიერ ფრონტის ხაზის გარღვევისა და რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ.

15:02 - სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 2 საათის განმავლობაშჳ საბრძოლო შეტაკებებისას აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა 4 ვერტმფრენი, 15 უპილოტო საფრენი აპარატი და 10 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.

14:39 - სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ ყარაბაღის, არამედ უკვე უშუალოდ სომხეთის მიმართულებით წამოიწყეს იერიში - განხორციელდა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა სომხეთის საზღვრისპირა ქალაქ ვარდანისზე.

14:23 - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხური არმია უკან იხევს, აზერბაიჯანული არმიის ნაწილებმა კი ბრძოლების შედეგად ფიზულის ოლქში რამდენიმე სოფელი დაიკავეს - გარახანბეილი, გარვენდი, კენდ გორადიზი, იუხარი, აბდულრახმანლი და ბოიუკ მარჯანლი.

13:56 - გავრცელდა ინფორმაცია ყარაბაღის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების 10 სამხედო მოსამსახურის დაღუოვის შესახებ, რასაც სომხური მხარე კატეგორიულად უარყოფს.

12:45 - სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.

11:43 - ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა. 18 წლის და უფროსი ასალი ყველა მამაკაცი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს გაწვევის პუნქტებში.

როგორ დაიწყო ომი

„საომარი მოქმედებები მზადდებოდა და ორივე მხარე ამას ადასტურებდა, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არაა შეტაკებების განახლება. აქამდე მიმდინარე კულუარული მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩაიშალა“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს, სადაც 27 სექტემბრის დილიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარე კვირას დილიდან შეტევაზე გადავიდა, თუმცა სომხური ჯარები ვითარებას წარმატებით ართმევენ თავს.

27 სექტემბერს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ თავდაპირველად დაადასტურა, რომ მათი ერთი ვერტმფერნი სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა უარყვეს სომხური მხარის ინფორმაცია, რომ განადგურდა სამი აზერბაიჯანული ტანკი, ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დაძაბვა და შეტაკებების განახლება მოსალოდნელი იყო:

„საომარი მოქმედებები მზადდებოდა და ორივე მხარე ამას ადასტურებდა, შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არაა შეტაკებების განახლება. აქამდე მიმდინარე კულუარული მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩაიშალა.

„არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან ნახიჭევანში გადაისროლეს დაქირავებული მებრძოლები, ისევე როგორც აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ მთიან ყარაბაღში გამოჩნდნენ ქურთი მერბძოლები, რომელიც სომხურმა მხარემ ჩაიყვანა და „ვაგნერის ჯგუფი“ (რუსული კერძო სამხედრო კომპანია - რედ.).

„ბერვრი ინდიკატორი მიუთითებდა იმის შესახებ, რომ საომარი მოქმედებების განახლებისთვის ორივე მხარე მზად იყო. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია“, - აცხადებს მაისაიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია კონკრეტულად რა მიზეზით დაიწყო საბრძოლო მოქმედებები:

„იმედია, რომ ინციდენტური შემთხვევა იყო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები და ტექნიკის გამოყენება არაა ინციდენტური ანუ შემთხვევითი შეტაკება. როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ხელისუფლება ცდილობს დაიკავოს  ოკუპირებული ტერიტორიები, რათა გაიმეოროს 2016 წლის აპრილის სცენარი და ქვეყანაში აამაღლოს თავისი რეიტინგი და პატრიოტული სულისკვეთება. ალიევს საკმაოდ მძიმე ვითარება აქვს ქვეყანაში. თავის მხრივ, სომხეთშიც რთული ვითარებაა.

„იმის გარკვევა, თუ ვინაა დამნაშავე, საკმაოდ რთული იქნება, რადგან ორივე მხარე ერთმანეთზე მიუთითებს“, - თქვა მან.

ვახტანგ მაისაიას აზრით, სხვა ქვეყნების ჩარება სომხრეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში არაა მოსალოდნელი:

„ამ ეტაპზე რუსეთიდა სა თურქეთის ჩარევა კონფლიქტში არაა მოსალოდნელი - ყოველ შემთხვევაში, თუ ჩაერევიან, შეეცდებიან, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ ურთიერთობები.

„როგორც ჩანს, რუსეთიც და თურქეთიც მზად არიან ქმედებისთვის, რადგან შემთხვევითი არაა, რომ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2020“-ის დასრულებას დაემთხვა მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავება.

„ეს იყო ოპერატიულ-სტრატეგიული ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც მიდიოდა. სწავლებისთვის გამოყენებული იყო თანამედროვე საბრძოლოს საშუალებები.

„დიდი ალბათობაა, რომ დროთა განმავლობაში რუსული მხარე ჩაერიოს, რადგან ამ წვრთნების მერე მას მობილიზებული ექნება თავისი სამხედრო შეიარაღება. შეიძლება, რომ რუსეთ-თურქეთის საერთო სამშვიდობო კოლეგია ჩავიდეს მთიან ყარაბაღში, როგორც ეს სირიაში მოხდა. ეს გამორიცხული არაა“, - განმარტა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (28.09.2020)
ბოლო კომენტარის ავტორს შიგა აქვს.

Robi   (27.09.2020)
,,sircxvilo,,cina comantraris avtors vis unda chaudge shuashi davit garejs rom gvartmevs tu soxumshi zurgshi danis chamrtymels.romeli am oridan chagidga shuashi roca nabozari ruseti qveynis 20% gartmevda..sircxvili sheni azrebia ara saqartvelo...

Robi   (27.09.2020)
,,sircxvilo,,cina comantraris avtors vis unda chaudge shuashi davit garejs rom gvartmevs tu soxumshi zurgshi danis chamrtymels.romeli am oridan chagidga shuashi roca nabozari ruseti qveynis 20% gartmevda..sircxvili sheni azrebia ara saqartvelo...

სირცხვილი   (27.09.2020)
ისე საქართველოს სირცხვილია, მოზობლები ომობნნენ და შენ ავტორიტეტი წონა არ გქონდეს ჩაუდგე შუაში გაშველო და მოაგვარო ეს საკითხი. მართლა ჩაცუცქული ქლიავების ქვეყანა გავხდით. სადა ვაჟკაცი ქართველი ????? ასეთი უტრაკოები რათ გავხდით...... ვაი სირცხვილო.........


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×