თამთა ჩაჩანიძე
25.11.2020

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციის ფორმატი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა პარლამენტის პიკეტირებაც განიხილება.

რაც შეეხება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებში ოპოზიციის მხრიდან შესაძლო დათმობებს, ამაზე საუბრისგან კაპანაძემ თავი შეიკავა: „ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, სანამ სერიოზული საუბარი (ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის) არ იქნება".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამჯერად ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდებიან. როგორც კაპანაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, ახალი პარლამენტის სხდომის პირველ დღეს აქციას მოაწყობენ.

„განვიხილავთ როგორი ტიპის აქციები გვექნება, ჯერ არ გადაგვიწყვეტია როგორი ტიპის აქციებს მოვაწყობთ," - განაცხადა კაპანაძემ.

ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩოში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობდა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქარტევლოში კელი დეგნანი და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრებოდნენ. კაპანაძემ შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ორმხრივი კონსულტაცია იყო.

„დისკუსია გრძელდება, ჩვეულებრივი ორმხრივი კოსნულტაცია იყო, დეტალებზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Lia   (26.11.2020)
Tkven xalxze ki ap pikrobt sakutar skamebze pikrobt xalxis pulit xart bobolebi da kveyana ra dgheshi chaagdet tkn gaavrselet am mosyiduli axalgazrdebit usakmurebi kuchashi dgomit ghmerti ar gapatiebt satanebo.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×