ია აბულაშვილი
26.11.2020

„პარტიებს ეს ფული სჭირდებათ განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ჯიბეში ჩაიდონ. ამიტომ გასაგებია მათი პოზიცია, ვინც თანახმაა, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს. ვინც უარს ამბობს, მათი პრინციპულობა უფრო პოზაა, ვიდრე რეალური პოზიცია" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში აზრთა სხვაობას საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა მიიღოს 14-მა პარტიამ. 31 ოქტომბრის არჩევნების 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად შვიდ პოლი ტი კურ პარტიას აერთიანებდა. ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ უკვე მიმართა, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", რესპუბლიკურმა პარტიამ და სხვებმა.

ხუთ პარტიას, რომლებსაც, 31 ოქ ტომბ რის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ბიუჯეტი დანდაფინანსება ეკუთვნით, ცესკოში განაცხადი არ შეუტანიათ. ეს პარტიებია: "გირჩი", "ლელო", "მოქალაქეები", ლეიბორისტული პარტია და "პატრიოტთა ალიანსი", თუმცა, კანონის მიხედვით, მათ ამის თვის კიდევ აქვთ სამი დღე და ამ ვადაში თანხმობას თუ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას და კარგავენ.

"გირჩი" და "ლელო" საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ბოიკოტთან შეუთავსებლად მიიჩნევენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთ ხოვ ნას კანონი ავალდებულებს, თანაც ეს არის სახელმწიფო დაფინანსება და არა ბიძინა ივანიშვილის ფული. "ევროპულ საქართველოს" ეს თანახა სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ხელისუფლება ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას კარგ სიგნალად მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მზად არის საპარლამენტო საქმიანობისთვის.

როგორც პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან და ფინანსების მიღება, როცა არჩევნების შედგებს არ აღიარებ, არჩევნების შედეგების ირიბი აღიარებაა, რადგან ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარისთქმას.

"ერთი ხელით რომ არ აღიარებ და მეორეთი ფულს ითხოვ, თანაც მთელი მსოფლიო რომ მოგიწოდებს, აღიარეო, ცოტა ღიმილის მომგვრელია, თანაც იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაზე შეუპოვარია ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში," - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

"საბიუჯეტო დაფინანსების აღება არ ნიშ ნავს არჩევნების შედეგების აღიარებას. პარ ტიებმა ეს ფული განვითარებას უნდა მოახმარონ, ჯიბეში კი არ უნდა ჩაიდონ, ოპოზიციას კი საქმე ბევრი აქვს. ამიტომ გასაგებია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც ცესკოსთან ხ მობ ის განაცხადი გაუგზავნეს. მათი პრინციპულობა კი, ვინც უარს ამბობს დაფინანსებაზე, უფრო პოზაა, ვიდრე რეალური პოზიცია," - განაცხა და "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
იესო   (26.11.2020)
აზრი აღარ აქვს რამის დაწერას.დედა აქვს საქართველოს ნატირები,თან როგორ : მაგრად...იტყვით გამოსავალიო არიო ???? აღარა გამოსავალი, რაზგონი აკრეფილი აქვს დედის ტირებას........... მგონი რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, დაგვანგრევს და დაგვშლის კუბიკ კიბიკ....

ხატია   (26.11.2020)
2008 წელს, ვინც პარლამენტში არ შევიდა, ხელფასი და პარტიის დაფინანსება არავის აუღია, ლეიბორისტების გარდა. ნათელაშვილი მთელი 4 წელი სახელმწიფო ბიუჯეტზე იჯდა ისე, რომ პარლამენტში მისი ბუნდღა არ ყოფილა. წელს ეტყობა ვერ გაბედა, თორემ იმ საცოდავ 1%-აც დაკარგავდა. ბოიკოტი ბოიკოტია ყველა მიმართულებით. ხალხის ფული ხალხს თუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში არ შედიან. დღეში 12 საათს ვმუშაობ 1000 ლარისთვის. წავალ რუსთაველზე და მეც ვიყვირებ "აუუ, რამდენი ვართ" და მომცენ წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი. სამსახურში ჩემეთვლება?

1234   (26.11.2020)
დაფინანსების ფული ნაწილდება არჩევნების შედეგების მიხედვით. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ არც ფული გეკუთვნის. თუ ამბობ გაყალბდა, მაშინ რა იცი რომ იმაზე ნაკლები ხმები არ მიიღე? იქნებ ბურჯანაშვილმა მიიღო 27 პროცენტი ნაც მოძრაობის ნაცვლად :)

ბათუმელი   (26.11.2020)
თუ პარლამენტში არ შევლიან,დაფინასება არ უნდა მოხდეს რადცან ჩვენი თანხებით სასახლეებს აიშენებენ როგორც საქართველოში ასევ საზღვარგარეთ,როგორც ტაკიმასხარმ ნათელაშვილმა განახორციელა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×