ელზა პაპოშვილი
19.01.2021

მორიგი გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან - ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი პირი, მათ შორის ორი ქალი, ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან დააკავეს და უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ 8-მდე რუსი ჯარისკაცი ძაღლებით სამ ადამიანს მოსდევდნენ. 

ორი ქალი და ერთი კაცი იყო - გოგო და ბიჭი ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო ქალი შუახნის ასაკის იქნებოდა. ისინი შველას ითხოვდნენ და ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, რომ პოლიცია გამოეძახათ. თვითმხილველთა თქმით, დაკავება საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მოხდა. 

ადგილობრივები დაკავების მოტივად სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. ერთის მიხედვით, ეს იყო კრიმინალური გარჩევა, რა დროსაც რუს ოკუპანტებს მამაკაცი და მისი თანხმლები ორი ქალი გამოექცათ. მეორე ვერსიით კი, დაკავებულები ე.წ. აფხაზური პასპორტის არქონის გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოპარვას ცდილობდნენ. მათ მხოლოდ ის დაინახეს, რომ ქალი ქართულად ყვიროდა და შველას ითხოვდა, ახალგაზრდა ბიჭი კი სასტიკად ნაცემი იყო. 

„კომენდატის საათის დაწყებმადე ასე 5 წუთით ადრე ქალი ყვირილის ხმა შემომესმა -გვიშველეთო. გარეთ გამოვედით და დავინახეთ სამნი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მორბოდნენ. ორი ქალი და ერთი ბიჭი იყო. ვინ იყვნენ, არ ვიცით. ქართულად ყვიროდნენ - გვიშველეო. დავინახე 8 ადამიანი მოსდევდა. 

„ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვერ ვიცანი შორიდან რუსი ჯარიკაცები რომ იყვნენ და 112-ში დარეკვა გადავწყვიტეთ. თუმცა მერე, ახლოს რომ მოვიდნენ, რუსულად უყვიროდნენ და ძაღლებს უქსევდნენ. ბოლოს აქეთ ჩვენს ტერიტორიაზე დაიჭირეს. 

„ბიჭი ნაცემი იყო. ერთი ქალი შუა ხნის იყო, ხოლო ის ორი - ახალგაზრდები. შემთხვევიდან 10 წუთში პოლიციელები და სამხედროები მოვიდნენ სოფელი ხურჩის ცენტრალურ ხიდთან, სადაც მოხდა ეს ყველაფერი. ერთი ვერსიით, ეს იყო კრიმინალური გარჩევა და მეორე ვერსიით ე.წ. აფხაზური საბუთების არ ქონის გამო გადმოპარვა უნდოდათ და ვერ მოახერხეს“, - აცხადებს ხურჩის ერთ-ერთი მცხოვრები „რეზონანსთან“ საუბრისას.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. შემთხვევა იმ საგუშაგოსგან მოშორებით მოხდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი იუწყება, რომ დაკავებულები ამჟამად უკანონო პატიმრობაში უკვე აღარ იმყოფებიან. თუმცა სად არიან დაკავებულები და როგორია  მათი მდგომარეობა, უცნობია. 

„18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.  

„აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა. 

„ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - წერია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )