რეზონანსი
21.02.2021

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკვეთრად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია ოპოზიცია და მათ მოქმედებები 100 წლის წინ ე.წ. შულავერის კომიტეტის მოქმედებებს შეადარა. ოპოზიცია ახლანდელი კრიზისის ფონზე მომავალი პრემიერის ასეთ ხისტ პოზიციას ხელისუფლების მიერ ვითარების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობად აფასებს, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ღარიბაშვილმა ყოფილ მმართველ პარტიას დამნაშავე ძალა უწოდა და განაცხადა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისაგან გაათავისუფლა.

„2012 წელს ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო. ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდაგავართ.

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ხელისუფლების შერყევა ვერ შეძლეს, კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა დაიწყეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მის სიტყვებს ოპოზიციიდან ასევე მკვეთრად უარყოფითი პასუხი მოყვა. ამ მხრივ სახასიათო იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერის ყველა განცხადება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს იყო ყველაზე უარესი არჩევანი კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, რომ ასეთ დროს ასეთ ადამიანს ერქვას პრემიერ-მინისტრი. ყველა განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისაგან მოვისმინეთ, არის მიმართული ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სიძულვილისა და დაპირსპირებების წაქეზებაზე და კრიზისის მხოლოდ გაღრმავებაზე. თუ ამ რიტორიკას გაყვება ხელისუფლება, ეს მოუტანს კატასტროფულ შედეგებს ქვეყანას და მათ დაღუპავს პერსონალურად, პოლიტიკურად. 

„ამ პერსონისგან ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ ვართ მზად ამ პირობებშიც კი დიალოგისთვის, ოღონდ არა პოლიტიკურ რეპრესიებთან შეგუების, ან ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის ხარჯზე. ამ მთავრობას, ამ კატასტროფული პერსონით მოუწევს ამასთან შეგუება, ან გადაჩეხვა საკუთარი თავის. 

„ქვეყანას სჭირდება არჩევნები, სადაც არჩევნები გამოხატავს მოქალაქეების ნებას, პოლიტპატიმრები ციხეში არ სხედან და პოლიტიკური დევნა აღარ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი. შეგუება იმასთან, რასაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი სთავაზობს შეუძლებელია. გამოსავალი არის მოლაპარაკებები, ვერ გაიტანენ ამ ამბავს და უნდა დაიწყონ ფიქრი ამ ვითარებიდან გამოსვლაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
2021   (22.02.2021)
პოლიტიკოსობა ალბათ ნიშნავს, მოძებნო გამოსავალი სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის,დემოკრატიის, ქვეყნის უსაფრთხოების, მოქალაქეების ნორმალური ცხოვრების, შრომის, განათლების, დასვენების, პირობების შესაქმნელად...მოგვბეზრდა, დესტრუქციაზე, ნეობოლშევიზმზე, მტრის ხატზე, გამუდმებული და სტრესული პრესინგი...

PRONELI   (22.02.2021)
fuliani shaklebi mainc ikentrushebt evropa amerikashi.ai ufulo da gachirvebuls sul yleze kidia tkveni evropa,patarzals didi ylit ashinebdneno isea tqveni vizebis saqme.samushaod ar gacherebe da samogzaurot gaqvt saqmee?mere rom ertmanets etrabaxot milanit da nicati? shopingebit?tu sorosis treningebze sirbili gindat?chadixart evropashi,amerikashi.gaivlit sam tvian mosmenit kursebs romelime prestijul saswavlebelshi chamodixart da tavs wagvachamt tqveni evropuli ganatlebulobit.tu xalxi quchasi gamovida da martla revoliucia gindat,mshvidobiani revoliucia agar iqneba is garib gataki da dasheoli xalxi tqvenistana shaklebs fulianebs mogadgebian da dedebs gitireben.tak chto daayenet trakebi da xalxs da qveyanas mixedet da mere jandabashic wasulxart,

ბიძო   (22.02.2021)
სავიზო რეჟიმის გაუქმება და ყველა ქლიავი ქართველი ქუჩაში გამოვა მაშინ მიხვდებიან რა არის ევროპის დაკარგვა :))) ნოვოსიბირსკში არავის უნდა სიარული :)))


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )