ია აბულაშვილი
22.02.2021

შედგება თუ არა ახალ მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი კვლავ უცნობია. საპარლამენტო ტრიბუნიდან მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ "არა დესტრუქციულ ცხელ თავებთან". მისი მთავარი პრიორიტეტი კი ქვეყანაში წესრიგის დამყარება იქნება.

"ჩვენი გუნდი მიესალმება ოპოზიცისთან დიალოგს, მე არ ვგულისხმობს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს"- აცხადებს ღარიბაშვილი. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას, ღარიბაშვილის თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს და არც პოლიტიკური პარტია და არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულების თავშესაფარი.

ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ოპონენტების დევნა. მათი თქმით, ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებლი აგრესიით, განსაკუთრებლი ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის მიმართ. მმართველ გუნდში ღარიბაშვილის განცხადებებს კი აფასებენ როგორ პრინციპულს, რადგან, მათი აზრით, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ წავიდეს და კანონი არ შესრულდეს.

როგორ განვითარდება მოვლენები და დაპირისპირება ბოლოს სად მიგვიყვანს, პოლიტოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგ რამაზ საყვრალიძეს შეფასებით, ღარიბაშვილს თავის განცხადებეში დათმობაზე წასვლის სურვილი არ გამოუვლენია.

"სიხისტესა და პრინციპულობას შორის ზღვარის გავლება ძნელია, მაგრამ ღარიბაშვილი ხისტიც არის და პრინციპულიც. ყოველ შემთხვევაში, მას დათმობაზე წასვლის სურვილი არ გამოუვლენია, ეს კი გარკვეულწილად შედეგის მომტანი იქნება იმ კუთხით, რომ ვისთვისაც მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა", "ოცნების" მხარეს დადგებიან. ანუ, ღარიბაშვილმა საკითხი დააყენა ასე - ვინც კანონს იცავს იმისთვის იყოს "ოცნება", ვინც კანონს არ იცავს იყოს "კოშმარი".

"რაც შეეხება დიალოგს, რომელ ჯგუფან დაიწყებენ მოლაპარაებას არ ვიცი, ალბათ იმათთან, ვინც პარლამენტში შესვლას დააპირებს, ეს არის სასინჯი ქვა. მაგრამ დღეს არსებული ოპოზიცია, კერძოდ მსხვილი პარტიები, რომლებმაც პარლამენტში შესვლა არ მოისურვა, არის ქუჩის ოპოზიცია და ამომრჩეველი სულ უფრო და უფრო აკლდება. პატარა პარტიებმა კი უკვე გამოავლინეს, რომ არიან მიტმასნებული. ახლა რომ გამოეყონ, მოსახლეობის მხადაჭერას მაინც ვეღარ მიიღებენ"- აცხადებს "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მოლაპარკების დასაწყებად არცერთი მხარე მზად არ არის, საზოგადოება კი ამ დაპირისპიების მძევალი აღმოჩნდა.

"ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააგრძელა და გააფართოვა ის აზრი, რომელიც პირველად გააჟღერა, როცა "ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. მან თქვა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ნიკა მელიას საქმე გადახედვას არ ექვემდებარებაო.

"ახლა ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის, მელიას აყვანა მოხდეს ისე, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. ოპოზიცია კი ცდილობს მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია და მიანიშნოს დასავლეთს რომ რეპრესიები იწყება.

"ოპოზიციას შეუძლია განაგრძოს საპროტეტსო აქციები, მაგრამ 20 კაცი პლაკატს ერთ- მახრეს გააკრავს თუ მეორე მხერეს, მელიას დაკავება ტემპერატურას ვერ აწევს.

"როგორ განვითარდება მოვლენები და ეს დაპირისპირება ბოლოს სად მიგვიყვანს, პროგნოზის გაკეთება ძნელია. არცერთი მხარე მოცემულობის გადახედვას არ აპირებს, ამიტომ უნდა ველოდოთ სიტუაციის დაძაბვას. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამ დაპირისპირების მძევალი აღმოჩნდა"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )