ია აბულაშვილი
13.05.2022

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსი პოლიტოლოგის ანრეი პიონტკოვსკის განცხადებას ეხამურება, რომელიც უკრაინელებს მოუწოდებს, გააქტიურდნენ, რათა საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. მისი თქმით, პიონტკოვსის განცხადებები ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.

ტელეკომპანია „უკრაინა 24"-ის ეთერში რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია ივანიშვილი შეიყვანონ სანქციების სიაში, რომ ის გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა. „ის ფარული ბატონია საქართველოში, არახამია და არესტოვიჩიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ის ეხმარება პუტინს, თავი აარიდოს სანქციებს, ასევე არ უყვარს ბაიდენი, სწორედ ამიტომ ერმაკი-მაკფოლით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სანქციებზე, ერთი სვლით ბაიდენამდე არის მისატანი და საქართველო გათავისუფლდება. წარმოიდგინეთ, რამხელა ბიძგს მისცემს ეს ანტიპუტინისტურ მოძრაობას პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოდით ჩვენ ერთობლივად, მისიად დავისახოთ, საქართველოს ივანიშვილისგან გათავისუფლება, მით უმეტეს, რომ ეს ასე მარტივია," - აცხადებს რუსი პოლიტოლოგი.

"სავალდებულო არ არის პუტინი გამოვიდეს და თქვას, თუ რა არის მისი ინტერსი. რუსებს სჩვევიათ, პოლიტოლოგები, რომლებიც მათ „აკრიტიკებენ", სწორედ ისინი გამოიყენონ მათი ინტერესების გამხმოვანებლად, რა თქმა უნდა შეფარვით. ვფიქრობ, ახლაც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან რუსეთის ინტერსეში შედის, რომ საქართველო დერეფნად არ იქცეს. საქართველო არის ერთადერთი დერეფანი რუსეთის დერეფნის საწინაღმდეგო ერენგორესურსების მიწოდების, სავაჭრო ტვირთებრუნვის თუნდაც ჩინეთიდან. მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეიძლება ეს განხორციელდეს, თუ არ გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ეს კარგად განმარტა „ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ანუ საქართველო დარჩა პარქტიკულად ერთადერთ ხაზად, რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას.

რაც შეეხება ომის მეორე ფრონტის გახსნას და ივანიშვილისთვის სანქციებს დაკისრებას, ეს „ნაცმოძრაობის" ინტერსშია და ამას ადასტურებს არესტოვიჩიც თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ არის ომის დამწყები. ომი შეუძლია დაიწყოს სააკაშვილმა. პიონტკოვსკი კი გულშემატკივარია სააკაშვილის და არ უყვარს ის, ვინც იგი დაამარცხა.

მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარი მოკლე დისტანციაზე ნაფიქრი ტექსტია. ქვეყნას მოსთხოვო მეორე ფორნტის გახსნა, სადაც რუსის ჯარი უკვე დგას და ნახევარ საათში გადაკეტავს ყველაფერს... ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც უკვე გაკეთდა, რომ საზოგადოება უნდა გამოვიდეს და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სავსებით შესაძლებელია. უნდა გამოჩნდეს, როგორია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ომის მიმართ," - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×