რეზონანსი
08.09.2022

არახამიას არქეტიპი არის ქართველი მუმლუქი, რომელიც მოპაექრედ ეძებს მხვილ ფიგურას და ასეთი არის ბიძინა ივანიშვილი - ასე აფასებს პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი უკრაინის რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების შესახებ. დავით არახამია ამ ფაქტს გამოეხაურა და ქართულ საზოგადოებას მიმართა:

„პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით“. 

უკრიანელი დეპუტატის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა როგორ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ისე საზოგადოებაში.

„არახამიას არქეტიპი არის უცხოეთში გადახვეწილი, ნატანჯი ქართველი მამლუქი, რომელმაც თავისით მიაღწია წარმატებას. მართალია, ქართველი მამლუქები სხვა რჯულზე გაიზარდნენ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკაში ყოველთვის აქტიურად ცდილობდენენ ჩართვას, რის გამოც მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ ქართულ პოლიტიკურ ცენტრთან. იგივე მეორდება დღესაც.

„რაც შეეხება არახამიას პოლიტიკურ წონას, ამას გამოსცდის პოლიტიკური ბაზარი და ის მოვლენები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. პოლიტმარკეტინგის თვალსაზრისით, დღეს არახამია აღიქმება საფრთხედ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის, თითქოსდა მას შეუძლია ორივეს ჩანაცვლება. არადა თუ არახმიას ბოლო განცხადებებს გავყვებით, როგორც ჩანს, მან მართლაც დაიჯერა, რომ დიდი პოლიტიკოსია და მოპაექრედ ეძებს არა ამ სუსტ გოგო-ბიჭებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში არიან, არამედ მსხვილ ფიგურას. ასეთი კი ბიძინა ივანიშვილია.

„არახამია თავის ხისტი განცხადებები დიდ შეცდომას უშვებს, აღიზიანებს ქართულ საზოგადოებას. როგორც ჩანს, მან არ იცის ქართული პოლიტიკური ბაზარი, რომელიც ძალიან ჭრელია. ეს ის პოლიტიკური ბაზარია, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში სტალინი არ შემოუშვა“, - განცხადა „რეზონანსთან“ კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×