ელზა პაპოშვილი
27.09.2022

რუსეთი დიდი დაპირისპირების და ქაოსის ზღვარზეა. 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობირივ მობილიზაციის  შემდეგ, ვინც მოახერხა ქვეყნიდან გარბის, ხოლო ვინც გაქცევა ვერ შეძლო, პროტესტს ქუჩაში გამოსვლით გამოხატავს. განსაკუთრებული დუღილი ჩრდილოეთ კავკასიაში იგრძნობა. დაღესტანში უკვე 3 დღეა მოსახლეობა ქუჩაში გამოდის და პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ამ ფორმით აპროტესტებს. 

მახაჩყალაში მოსახლეობა მობილიზაციის  წინააღმდეგ გამოვიდა და ისინი ომში ახალგაზრდების გაწვევას აპროტესტებენ.წესრიგის დასაცავად ქალაქში შეყვანილია „როსგვარდიის“ ნაწილები. 

ტელეგრამ არხი „ადატი“ იუწყება, რომ პროტესტმა მთელი დაღესტანი მოიცვა. აქციების მონაწილი 100-მდე პირი პოლიციამ დააკავა. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ხელკეტებითა და ელექტროშოკებით უსწორდებოდნენ. 

პროტესტი განსაკუთრებით მასობრივი მახაჩყალაში აღმოჩნდა. ქალები იმ ავტომობილებს წინ უდგებოდნენ, სადაც მათში შვილები, ქმრები ან ძმები პოლიციას დაკავებული ჰყავდა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მალე სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირპუტინისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის ომში უფრო დრამატულად განვითარდება. მათი თქმით, განსაკუთრებული პრობლემები მას ჩრდილო კავკასიაში შეექმნება. დაღესტნელების პორტესტი შესაძლოა უფრო მზარდი გახდეს და კონფლიქტი რუსეთთან ნაციონალურ ჭრილშიც კი გადაიზარდოს. ეს კი კავკასიაში შიდა ომსა და სურლ ქაოსს გამოიწვევს. 

პუტინის ორი ფრონტი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ვლადიმირ პუტინს ორი ფრონტი აქვს გახსნილი - ერთი ქვეყნის შიგნით მობილიზაციის გამოცხადების შემდეგდა მეორე უკრაინაში. მისივე თქმით, კრემლიგასაკუთრებულპროტესტსა და შიდა დაპირისპირებას ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა ელდოს. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი პორბლემები დაღესტანში გაჩნდება, რადგანაც აქ ბევრი ეთნიკური ჯგუფი ცხვრობს, შიდა დაპირიპირებაც არსებობს და კრემლის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება ამ შიდა კონფლიქტს კიდევ უფრო აღვივებს. ის არ გამორიცხავს, რომ ჯარში იძულებით წაყვანილმა რეზერვისტებმა უკრაინის  მხარეს გადასვლა, ან საკუთარი მეთაურების დახოცვა დაიწყონ.

„ეს დაპირისპირება და უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზრდება. ყველაზე დიდი საფრთხე კი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით არსებობს. ჩვენ დავინახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ აქ პროტესტი ყველაზე მძლავრია. ამის მიზეზი კი შიდა კლანებს და ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა. 

„ამ ყველაფერს თან კრემლის უსამართლო გადაწყვეტილება დაერთო. დაღესტნიდან ისედაც  ბევრი ახალგაზრდა წავიდა საომრად და უკვე ბევრი მიცვალებული ჩამოასვენეს. ამიტმაც მათ კარგად იციან, რომ პუტინი არ დაინდობს და ყველაზე დიდი  დაწოლა მათზე იქნება. 

„საშიში ისაა, რომ იქ თუ ერთი ტყვია მაინც გავარდა, პროცესები უმართავი გახდება. რუსები ამ ხალხს ისედაც ძლივს აკავებს. ეს კი ჩვენთვის ყველაზე სახიფათო სიტუაციას ქმნის. კავკასიაში შიდა ომები დაიწყება. აქ ყველა ყველას ემტერება. ამის საფუძველზე კი ჩვენთან მიგრაცია გაიზრდება. ეს დამატებით პრობლემებს უქმნისჩვენს ქვეყანას. ამიტომაც არის, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის დამარცხება უკრაინის ომში სწრაფა არ მოხდეს, რადგან რუსეთის დაშლა არც მათ აწყობთ. 

„დაპირისპირების ტალყა რუსეთში ყოველდღიურად გაიზრდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაახლოებით ერთ თვეში რეზერვისტების ცხედრებს სახლებში მიასვენებენ. ტახტზე წამოწოლილი რუსებისთვის პუტინის გადაწყვეტილებები მისაღები იყო, მაგრამ ომი როგორც კი მათ უშაულოდ შეეხოთ, პროტესტი გაჩნდა. ამიტომ რუსეთში დაპირისპირება და მისი დაშლა ჩვენთვის კატასტროფა იქნება. 

„აუცილებელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პოლიტიკა და გეგმა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. კავკასიაში თუ ომი დაიწყო, აქ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. ჩვენ კიდევ ვდგავართ და ხან მარცხნივ ვიყურებთ და ხან მარჯვნივ. საფრხეს ვერ ვაანალიზებთ“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

რატომ არ ჩაკეტა პუტინმა საზღვრები 21 სექტემბერს 

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინმა განკარგულების გამოცემის თანავე საზღვარი იმიტომ არ ჩაკეტა, რომ ეს ორთქლის გამოშვებისთვის იყო საჭირო. ის რადიკალურად განწყობილ მოსახლეობას, რომელსაც ომში წასვლა არ სურს და მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ქვეყნიდან გასვლის საშუალებას აძლევს. ამითსაპროტესტო აგრესიულ მუხტს იშორებს და ფიქრობს,ქვეყანაში დარჩენილებს უფრო ადვილად გააკონტროლებს.

„რუსებს ეგონათ, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის საქმე იყო. ფიქრობდნენ- თავში ქვა იხლია... თუ ჩვენ არ შეგვეხება,სადაც უნდა იქ იომოსო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა და მათაც ეხებათ ომი, რომელიც არავის არაფერში სჭირდება.

„რუსებისთვის 24 თებერვალი ახლა დაიწყო. ომის მძიმე ხელი სახეში ისე მწარე მოხვდათ, რომ პანიკაში არიან. აქამდე არც ადარდებდათ ეს ომი თუ ე.წ. სპეცოპერაცია სად მდიოდა. ასეთი ბუნების ხალხია - სანამ რამე მათ არ შეეხებათ, მანამდე ვერ ხვდებიან რა ხდება.

„პუტინი ამის შემდგე რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს ნაწლობირივი მობილიზაციაც ბლეფი იყო. არადა რეალურად ყველას ომში იწვევენ. ვითომ შეზღუდულიმობილიზაცია საკმარისია, მაინც სრულ მობილიზაციას გააკეთებს. 

„საზღვრების მაშინვე არჩაკეტვა მოსახლეობისთვის ორთქლის გამოშვების მიცემის საშუალება იყო. ყველაზე აგრესიულების ქვეყნიდან მოშორება უნდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრნი არიან და ყველა მიდის. უკვე ამაზე შეშფოთდა, ამიტომაც ველი რომ ჩაკეტავს. 

„ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ არ ჩაკეტოს საზღვარი და ამ შემთხვევაში მათ გადაწყვეტილებას ვემხრობი. ეს ჩვენი მხრიდან მაინც ჰუმანიტარული აქტია. რაც არ უნდა პუტინისტები იყვნენ ეს ადამიანები, ადამიანის უფლებების მხრივ ჩვენს მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ. ადამიანს, რომელსაცკაცის კვლა არ უნდა და დახმარებას გთხოვს,  ხელი არ უნდა ჰკრა. თუმცა, ქვეყანაში მათიკონტორლი და ფილტრაციაა საჭირო“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

რა აჩვენა მობილიზაციამ 

როგორც პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ამ მობილიზაციამ გვაჩვენა, რომ რუსების დიდი ნაწილი ამ ომს მხარს არ უჭერს. ტახტზე კომპიუტერთან წამოწოლილი რუსები ამ ომს როგორც სერიალს ის უყურებდნენ და პუტინს მოსახლეობის 70% მხარს უჭერდა. შესაბამისად, იქმნებოდა ილუზია რომ ხალხი ომის მომხრეა.

„ამ მობილიზაციამ დაგვანახა,  რომ რეალურად რუსები ომის მომხრეები არ არიან და პუტინმა დამატებით მეორე ფრონტი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხს გაუხსნა. აღმოჩნდა ასევე, რომ თვითმმართველობებში დიდი რობლემებიაქვთ. ნაციონალურ ავტონომიებში შესაძლოა სიტუაცია ისე დაიძაბოს, რომ საპროტესტო მუხტი ერთ დიდ აფეთქებაში გადაიზარდოს. 

„ამან ჩრდილოეთ კავკასიაში თვითგამორკვევის და ეროვნული იდენტობის დაძლიერების პროცესი გამოწივია. გამოდის, რომდაღესტანში რუსეთს დედების რევოლუცია ემუქრებათ, რომლებიც, პუტინის კაპრიზების გამო, შვილების სასიკვდილოდ ომში გაშვებას არ აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთთან და რუსებთან საკუთარი შვილების სიცოცხლით ვალში არ არიან. 

„გარდა ამისა, ვნახეთ ახალწვეული ბიჭი კომისარიატის ხელმძრვანელს სასიკვდილოდ როგორ იმეტებს. ასევე კომისარიატის შენობებზე თავდასხმები ე.წ. მოლოტოვის კოკტეილებით მოხდა. ეს უბრალოდ დასაწყისია. სიტუაცია კიდევ უფრომძიმე და უმართავი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინს ომი საკუთარმა მოსახლეობამ გამოუცხადა. 

„ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ვნახეთ რა განწყობებიც არის. ისინი ამბობენ, რომ საკმაოდ გაიღეს რუსებისთვის სიხლი და მათი არაფერი მართებთ. ეს ნაციონალური განწყობები კიდევ უფორ გამძაფრდება.პუტინს პირდაპირ ეუბნებიან, რომ „ჩვენ ეს ომი არ გვაინტერესებს, შენ, როგორც მკვლელს, არ გემორჩილებით“,-ამბობს პოლკოვნიკი ბარბაქაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×