ნატალია ჯვარიძე
25.04.2024

მაისში ცვლილებები იქნება როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნდება. არ არის გამორიცხული, რომ ის „ახლებს" შეუერთდეს ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდეს, თუნდაც „ლელოსთან" - აცხადებს „რეზონანსთან" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა. მისივე თქმით, 29 აპრილს დაპირისპირებულ მომიტინგეებს შორის შეჯახებების რისკი არსებობს და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის აღსაკვეთად.

„რ": იქნება თუ არა ოპოზიციაში ცვლილებები და ვინ შეიძლება ჩამოყალიბდეს ძლიერ ლიდერად?

იგორ კვესელავა: ქართულ პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა, რომ დელეგაციის გარეშე ქართველი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში დებატებში იღებს მონაწილეობას?! ბოლო 30 წლის მანძილზე ასეთი შემთვხვევა არ ყოფილა. „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მიიწვიეს და ეს ნიშნავს, რომ მას ანგარიშს უწევენ. ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ დასავლეთი გვარამიას მიმართ სიმპათიას იჩენს, ამას ეს მოვლენაც ადასტურებს. გამორიცხული არაა, „ახალს" გვარამიამ უხელმძღვანელოს, რადგან იგი ევროპაში და ამერიკაში ცნობადი ხდება და მათ დადებითად მიიღეს.

მე ადრეც ვთქვი, რომ მაისში ცვლილებები იქნება როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ისევ დაბრუნდება. მას უნდა თავის დროზე მოვიდეს, არც გვიან და არც ადრე. ჩემი აზრით ეს თავისი დრო მისთვის ეს პერიოდია. არ არის გამორიცხული, რომ ის „ახლებს" შეუერთდეს ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდეს, თუნდაც „ლელოსთან".

შესაძლოა ის ხელმძღვანელი სულ არ იყოს, თუმცა რომელიმესთან იქნება. მას აქვს ნათქვამი, რომ ჯერ ადრეა, თუმცა შეიძლება ეს ადრე უკვე დადგა. ის ამის გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებდა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა აიძულოს, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდეს.

„რ": რას მოელით 29 აპრილს?

ი.კ: იმას , რასაც „ოცნება" აანონსებს და ის აქციები, რომელიც უნდა გაიმართოს ერთი მხრივ ოპოზიცასა და მეორე მხრივ ხელისუფლებას შორის მე მიმაჩნია არასწორად, რადგან ეს გააძლიერებს დაპირისპირებას. მოსალოდნელია მხარეებს შორის შეჯახება და ორივე მხრიდან პროვოკაციები.

არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ მათი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც ჩამიყვანოს და 28-ში, საღამოს დაიკავონ მთელი რუსთაველის გამზირი. თუ „ოცნების" ხალხი 29-ში დილით ჩამოვა, რა თქმა უნდა, ისინი დაიკავებენ ადგილს.

თუ ოპოზიციაც გამოვა, მმართველმა პარტიამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უნდა შეარჩიოს ადგილი, მაგალითად დინამოს სტადიონი და იქ უნდა შეხვდეს მათ მხარდამჭერებს, ეს სრულიად შესაძლებელია მოხდეს. თან აქ ლაპარაკი არაა პატარა მასებზე. ამრიგად, „ოცნებამ" არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას, რომ მათი და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთამენთს შეხვდნენ, რადგან შესაძლოა ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„რ"; „ოცნების" დაგეგმილ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოჩენას მოჰყვება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ან საკადრო გადაადგილება?

ი.კ: ივანიშვილის გამოსვლას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოჰყვება. იგი გამოვა და ქართველ საზოგადოებას ეტყვის, რომ დღეს „ქართული ოცნება" უნდა მოვიდეს ხელახლა ხელისუფლებაში და მათ გარეშე ქვეყანა დაინგრევა. ის კონკრეტულ წინადადებებს წამოაყენებს, რადგან ხალხის გული მოიგოს. წინასაარჩევნოთ ეცდება მოსახლეობის მათ აზრზე გადმოყვანას.

ივანიშვლი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ხელფასები გაიზრდება, თუ ის მოსახლეობას დაჰპირდება, რომ მომავალი წლიდან პენსია 600 ლარი გახდება. რას ფიქრობთ ხალხი ხმას არ მისცემს? რა თქმა უნდა, კი. მან ამისთვის 1 მილიარდი რომ შეწიროს, გამორიცხული არ არის „ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×