სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სკოლის დირექტორის მტკიცებით, არც ერთი ბრალდებული მოზარდი "რისკ-ჯგუფის" კატეგორიას არ განეკუთვნებოდა
    თიკო ოსმანოვა
    06.12.2017

     პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს. თუმცა სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს დაძაბულ გარემოში უწევთ მუშაობა. სკოლის პერიმეტრს პატრულის ორი ეკიპაჟი იცავს. რამ გამოიწვია ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ამ კითხვას თითქმის ყველას სვამს, თუმცა პასუხი არავის არა აქვს. მით უფრო, რომ ეჭვიმტანილები სკოლაში არაფრით გამორჩეულნი არ ყოფილან - არც სწავლით და არც სიცელქით.

    მეტიც, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, გ.ბ.-მ ტრაგედიის დღეს ფიზიკაში ათიანიც კი მიიღო.

    "რეზონანსს" დაკავებულების კლასელებთან სურდა გასაუბრება, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან გუშინ მშობლებს ბავშვები სკოლაში პრაქტიკულად არ გამოუშვია. გაკვეთილებს მხოლოდ რამდენიმე ბავშვი დაესწრო და ისინიც მალე წაიყვანეს მშობლემა სახლში და მათთან შეხვედრა ვერ შევძელით. კლასის დამრიგებელი კი სკოლაში შეუძლოდ გახდა და მასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შესაბამისად ვერც მას გავესაუბრეთ.

    აღსანიშნავია, რომ 51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი პოლიციას ორშაბათს ჩაბარდა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულია გ.ბ. და გ.ჯ. ორივე არასრულწოვანი პირველ ექსპერიმენტულ სკოლის 11-ე კლასის მოსწავლეა.

    სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძე თქმით, სკოლაში შეტანილი ჰქონდათ თუ არა ბავშვებს ცივი იარაღი არ იცის. რადგან იმ დღეს ჩხრეკვა არ ჩაუტარებიათ, თუმცა არც რაიმე უცნაური შეუმჩნევიათ.

    `სკოლაში 2700 მოსწავლეა და ბუნებრივია, ყველას ვერ ვიცნობ. დირექტორი, როგორც წესი, იცნობს ან ძალიან წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებიც თავს გამოიჩენენ და გამოდიან კონფერენციებში ან კიდევ ძალიან ცელქებს.

    "დაკავებული ბავშვები კი არცერთ კატეგორიას განეკუთნებიან. შესაბამისად ვერც მათ და ვერც მის ოჯახს ახლოს არ ვიცნობდი.

    ტრაგედიის დღეს ერთი სკოლაში იყო, ჩვეულებრივ ესწრებოდა გაკვეთილებს. დამრიგებელმა მითხრა, რომ მე-6 გაკვეთილის დასაწყისში შეამოწმა და ესწრებოდაო.

    "ექნებოდა თუ არა თან ცივი იარაღი, ვერ გეტყვით ჩხრეკვა არ ჩაგვიტარებია. ჩხრეკვას ვატარებთ იმ შემთხვევაში თუ დაკვირვების შედეგად რაღაც გამოჩნდა ან ვინმესთან კამათი აქვს, უცებ ვატარებ, რომ ფატალური შედეგი არ დაგვიდგეს სკოლაში.

    "თუ დაკირვების შედეგად აღმოჩნდება, რომ საეჭვოდ მოძრაობენ, მაშინაც ვატარებთ. ახლა მსგასვი არაფერი შეგვიმჩნევია არც მე და არც მანდატურს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბარაბაძე.

    მისივე თქმით, სკოლას ჰყავს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებიც, თუმცა არცერჯერთი მათგანი ამ ჯგუფს არ განეკუთნებიან.

    "ასევე გვყავს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ცალკე ჯგუფი სხვადასხვა კლასებიდან გამოყოფილი. დატვირთული ქცევით და ოჯახური პრობემებით. მათთან ჩვენი რესურსებით ვცდილობთ, რომ ფსიქოლოგიური დახმარება აღმოვუჩინოთ. რომ გითხრათ, დიდი შედეგი გვაქვს, ასე არ არის, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ესენი ამ რისკის ჯგუფში არ შედიოდნენ. რათ უნდოდათ დანა და რატომ წავიდნენ 51-ე სკოლასთან, არ ვიცი. ასევე უცნობია, რატომ დაურეკა მეგობარმა და დაიბარა ამ სკოლასთან. ზოგადად კი ხელი მაქვს მოწერილი და ამ საკითხზე მეტს აღარ ვისაუბრებ", - გვითხრა დირექტორმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter